საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა მოინახულეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/08 17:38:22

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის მერთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ქუთაისში თეთრი ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

 

ამ ეტაპზე თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხიდის კონსტრუქციის გამაგრება, მოაჯირების მოწესრიგება, ხიდზე არსებული ხის საფარის, თუნუქით ჩანაცვლება.

 

ასევე, ხიდზე განთავსდება დეკორატიული თეთრი ქვები და დამონტაჟდება განათება.

 

სატენდერო პირობების თანახმად სამუშაოები დამკვეთმა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს.

 

აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 ათას ლარამდეა გამოყოფილი.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია