საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში დაანონსებული გაფიცვა აღარ შედგა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/04 18:01:33

 

შპსჯორჯიან მანგანეზისადმინისტრაციასა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთაპროფესიული კავშირის ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, მხარეებისთვის კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მოხდა.

 

აღნიშნულის შედეგად, დღეს ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში დაანონსებული გაფიცვა აღარ შედგა.

 

კომპანიამ შეღავათების მნიშვნელოვანი პაკეტი შეიმუშავა, რაც დასაქმებულთა მატერიალური მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შპს  ჯორჯიანმანგანეზმა  აღნიშნული წინადადება ჭიათურის პირველად პროფკავშირულორ განიზაციას გააცნო და ამჟამად მხარეები კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ.

 

მოლაპარაკების პროცესში, ამ დრომდე, აქტიურად არის ჩართული შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი მედიატორი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია