საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი შენგელია შვილმკვდარი მშობლების საპროტესტო აქციას ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს
2018/06/02 15:26:19

შვილმკვდარი მამის ირგვლი განვითარებული პროცესების შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა, სადაც, როგორც პროფესიით ექიმმა დეპუტატმა, თავისი "სამედიცინო დიაგნოზი" დაუსვა ამ კონკრეტულ შემთხვევას და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწორი "თერაპიული კურსი" შეირჩა, "რაც ნიშნავს, რომ კითხვებს აუცილებლად გაეცემა პასუხები, ყველაფერს დაერქმევა თავისი კუთვნილი სახელები. თერაპია უზრუნველყოფს განკურნებას."

აქვე სრულად გთავაზობთ ირაკლი შენგელიას პოზიციას, დედაქალაქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

"ჩემი სამძიმარი ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოსწავლის ოჯახს. ვისურვებდი, ჩვენს სამყაროში კანონზომიერებად ყოფილიყო შვილის მშობლების შემდეგ გარდაცვალება. არცერთი მშობელი არ უნდა განიცდიდეს შვილის სიკვდილისგან დაუფლებულ განცდებს. 

 

შვილმკვდარი მშობლების გვერდშია დღეს თითოეული ჩვენგანი, თვითმმართველობა, სახელმწიფო.

 

სახელმწიფო არის ცოცხალი ორგანიზმი. მისი ორგანოები არის ინსტიტუციები. რომელიმე ორგანოს ავადობა იწვევს პათოლოგიური პროცესების გენერაციას. მკურნალობის დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნიტეტს. სახელმწიფოს შემთხვევაში იმუნიტეტის როლში გვევლინება მოქალაქე, ადამიანთა ჯგუფი. ასევე, არსებობს აუტოიმუნური პროცესი, როდესაც თავად იმუნური სისტემა გვევლინება პათოლოგიად და იწყებს ორგანოების ანუ ინსტიტუციების ჭამას. აი, რა იშვიათ გამონაკლისთან გვაქვს საქმე.

 

შვილმკვდარი მამის ტრაგედია გარკვეულმა მოქალაქეთა ჯგუფმა ავტოიმუნურ პროცესში შეიყვანა. პათოლოგია მანამ უნდა ამოვიცნოთ და გავიაზროთ სანამ ორგანიზმი საბოლოოდ დასუსტდება და მოკვდება. პროცესები ხელოვნურად უმართავ მდგომარეობაში არ უნდა შევიყვანოთ.

 

ყველაფერს თავისი სახელი აქვს და ჩვენ უნდა შეგვეძლოს სახელების ხმამაღლა თქმა. დიახ პროცესი, რომელსაც მთელი საზოგადოება ხედავს, დაიწყო ერთ-ერთი ინსტიტუტის შესაძლო სისუსტის მხრივ. სახელმწიფოს მხრიდან პროცესს სწორი თერაპია მოჰყვა. თერაპია კი ასე გამოიყურება:

 

ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პასუხისმგებლობა აიღო;

ასევე, საპარლამენტო კომიისიის თვალსაზრისით პათოლოგიისთვის საპასუხო ორგანო შეიქმნა;

როგორც ორგანიზმში, ერთი ორგანოს დაავადების დროს სხვა ორგანო იღებს მის ფუნქციას, აქაც მოხდა ასე - შ.ს.ს-მ დაიწყო საქმის გამოძიება. 

 

თარაპიის კურსი არის პროცესი, რაც ნიშნავს, რომ კითხვებს აუცილებლად გაეცემა პასუხები, ყველაფერს დაერქმევა თავისი კუთვნილი სახელები. 

თერაპია უზრუნველყოფს განკურნებას.

 

დღეს ვცხოვრობთ სახელწიფოში, სადაც პროცესი ვითარდება დემოკრატიულად. ინსტიტუტები ძალაუფლების მოპოვებისთის ერთმანეთს არ ებრძვის; ინსტიტუტები ხალხს არ ებრძვის; ასევე წარსულში დარჩა ის მანკიერი პრაქტიკა, რაც გულისხმობს საკუთარი ავადობის გადაფარვისთვის ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმას.

 

დღეს ვხედავთ, რომ ნარჩენი პათოლოგია ძალადობს ერთ ადამიანზე, რომელსაც იყენებს პათოლოგიური პროცესების გამშვებ მექანიზმად. ამას კი ჩვენ უნდა აღვუდგეთ წინ. დარწმუნებული იყავით მე ვიქნები ჩემს გუნდთან ერთად ამ პროცესში. 

მე ვიქნები იქ, სადაც ჯანმრთელი აზრია."

 

ირაკლი შენგელია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია