საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტურიზმის განვითარება
სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ობიექტების მფლობელთათვის კახეთში საქმიანი ინფოტური მოეწყო
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/05/01 02:30:00

 

 

 რეგიონული განვითარების ასოციაციის და ექსპორტის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით, USAID პროექტის - „ზრდა“ და სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის დარგის ხელშეწყობის პროექტის„TASME“ფინანსური მხარდაჭერით,  სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მცირე და საშუალო ზომის ტურისტულ ობიექტების წარმომადგენელთათვის სპეციალური 2დღიანი ინფოტური მოეწყო კახეთის რეგიონში.

 

ინფოტურში მონაწილეობდნენ ახალციხის, ახალქალაქის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში არსებული განთავსების საშუალებების, კვებისა და აგროტურისტული ობიექტების ხელმძღვანელები, მათ შორის, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულებიც.  გახლდით მეც, როგორც „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ბენეფიციარი, ახალდაბის საოჯახო სასტუმრო „ლუტრეზი“-ს ხელმძღვანელი.


საორგანიზაციო ჯგუფიდან ინფოტურის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდნენ ექსპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები: სოფო ბრიტანჩუკი, დარინა ხუბაევი, ხათუნა ჯინჭველაძე და პროექტ „ზრდა“-ს წარმომადგენელი მაია ჯუღელი.


კახეთში გამგზავრებამდე ინფოტურის მონაწილეების პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში, სასტუმრო ალფაბეტში, სპეციალურად მოწვეულ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან  სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალით. ინფოტურის მონაწილეებმა სწორედ მათ გააცვნეს ინფორმაციები საკუთარი ობიექტების შესახებ და სპეციალური შეთავაზებებიც გაუკეთეს.

 

ინფოტურის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს  სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ობიექტებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარებას და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის დაწყებას.

 

ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ ინფოტურის მონაწილეები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც რამდენიმე საინტერესო საქმიანი შეხვედრა ელოდათ.მათ მოინახულეს რამდენიმე საოჯახო სასტუმრო თელავში და ჩაუტარდათ ტრენინგი „როგორ მოვამზადოთ მარტივი საუზმე“. ასევე ესტუმრნენ ახალგახსნილ საოჯახო რესტორანს „ბადია“, სადაც რესტორნის ერთ-ერთმა მესაკუთრემ, ახალგაზრდა მეღვინემ ანა ხითარიშვილმა სტუმრებს ძალიან საინტერესო მასტერკლასი მოუწყოთ ლანჩის მომზადებასა და სასმელის შეხამებაში.


ინფოტურის მონაწილეები ესტუმრნენ ასევე სასტუმრო „წინანდლის ედემს“ და მოიხიბლნენ მართლაც ედემივით ულამაზესი ეზოთი, ბუნებით და ორსაუკუნოვანი ვაზით, რომლის სიახლოვეს სასტუმროს პატრონს, ბატონ ნიკო ნიკოლაიშვილს სხვადასხვა ტროპიკული მცენარეებიც აქვს გაშენებული.

 

ინფოტურის ფინალური აკორდი კი გახლდათ სტუმრობა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მდებარე მარანში „სიმონაი ზაოტი“. აქ ყველაფერი ძალიან ქართული-ეროვნული გახლდათ, დაწყებული ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი მასპინძლის ჭიშკართან შემოგებებით, ბუხრის პირას გაშლილი სუფრითა და დამთავრებული ფანდურზე შესრულებული ხალხური სიმღერებით.

 

ინფოტურის მონაწილეები დიდი შთაბეჭდილებებით, გამოცდილების გაზიარებით კმაყოფილები და ორგანიზატორების მიმართ მადლიერები დაბრუნდნენ სამცხე-ჯავახეთში.

 

„რაც უფრო ხშირად გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ ჩვენი კოლეგების საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გავეცნოთ მათ გამოცდილებას, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებაც, მით უკეთესად შევძლებთ ჩვენი ბიზნესის დახვეწასა და განვითარებას. მადლობა რეგიონული განვითარების ასოციაციის, ექსპორტის განვითარების ასოციაციას, USAID პროექტს - „ზრდა“-ს და სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის დარგის ხელშეწყობის პროექტს„TASME“-ს, რომ ასეთი საოცარი ორი დღე გვაჩუქეს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც მრავალ საინტერესო პროექტს დაგეგმავენ ჩვენი სექტორისთვის“ - ასეთი გახლდათ ინფოტურის მონაწილეთა საერთო აზრი ამ ორდღიან საქმიან მოგზაურობასთან დაკავშირებით კახეთის რეგიონში.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

პროექტის „TASME“ შესახებ:         ტურიზმის და მომიჯნავე დარგის მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების და განვითარების პროექტიTASME  ხორციელდებასაქართველოს მთავრობის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში. პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება. კერძოდ, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორების ხელშეწყობა. პროექტის ადმინისტრირებას ახდენს ს.ს.ი.პ. მუნიციპალური განვითარების ფონდი,  ს.ს.ი.პ. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტს TASME სამცხე ჯავახეთში ახორციელებს ა.ა.ი.პ. ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA).

პროექტის „ზრდა“ შესახებ:        USAID-ისმიერდაფინანსებულიპროექტიზრდა არისხუთწლიანიპროგრამა, რომელიცმიზნადისახავსმდგრადიეკონომიკურიგანვითარებისხელშეწყობასსაქართველოსხუთირეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულისმისაღწევად, პროექტიგანახორციელებსშემდეგინიციატივებს: მიკრო, მცირედასაშუალოსაწარმოებისგანვითარება; სოფლისმეურნეობისშემოსავლებისზრდისხელშეწყობა; მეწარმეებსადამყიდველებსშორისსაბაზროურთიერთობებისჩამოყალიბებადაგანვითარება; ადგილობრივიეკონომიკურიგანვითარებისხელშეწყობაბიზნესკავშირებისდამყარებისადაგაძლიერებისმეშვეობით. პროექტიმოიცავსადმინისტრაციულისაზღვრისპირადაეთნიკურიუმცირესობებითდასახლებულითემებს.პროექტისგანხორციელებისშედეგადსამიზნეთემებშიშეიქმნებასამუშაოადგილები, ოჯახებსგაეზრდებათშემოსავლები  დამნიშვნელოვნადგაძლიერდებაადგილობრივიმოსახლეობისეკონომიკურიმდგომარეობა. დამატებითიინფორმაციისათვისეწვიეთ:https://www.facebook.com/zrda.gewww.zrda.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია