საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტს
პრეზიდენტის რჩევა პარლამენტს: "შეცვალეთ საარჩევნო კოდექსი და გააკეთეთ ეს არა 2024 წელს, არამედ დღესვე!"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/05/02 12:54:11

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

 

მისი პრეზიდენტობის 5 წლიან ვადაში ეს ბოლო მოხსენებაა.

 

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის ხუთი წელი შეაფასა და ძირითადი აქცენტები ქვეყნის არჩევნების გზით შეცვლაზე,  მმართველი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეხე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე გააკეთა.

გიორგი  მარგველაშვილის მოხსენება 20 წუთი გაგრძელდა და ის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხს შეეხო: გატარებული რეფორმები ჯანდაცვასა დ განათლენაში, ნატოსთან და აშშ- სთან სტრატეგიული გეგმა და თავისუფალი ვაჭრობა, საგრეო პოლიტიკა, რუსეთის არაღიარების პოლიტიკა.გაეროს რეზოლუცია ლტოლვილების დაბრუმნის შესახებ. ცივი ომის შექმნს მცდელობა რუსეთის მხიდან, საკონსტიყუციო ცვლილებების უარყოფითი მხარეები და სხვა.

 

პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობა დაასახაელა,ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ შრომითი უსაფრთხოების საკითხს.

 

პრეზიდენტი თავის მოხსენებაში იყო პირდაპირი და კრიტიკული უმრავლესობის მისამართით.

პრეზიდენტმა  2014 წლის არჩევნები შეაფასა,როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების მიზანმიმართული შესუსტება. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა  სასამართლო სისტემის, უშისროების საბჭოს გაუქმებასა და  და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე.

პრეზიდენტის მოხსენების ერტ-ერთი აქცენტი გაკეთდა მედიის თავისუფლების საკითხზე. "გვახოვს  რა მედია გარემო იყო 2012 წლამდე და ნამდილად განთავისუფლდა მედია. პირდაპირი შტურმი აღარ ხორციელდება. ხდება არაძალადობრივი მეთოდებით, მაგრამ მაინც ხორცილედება სირთულეების შექნა და ჟურნალისტები მუშაობენ მუდმივი სტრესის ქვეშ, რომ რაღაც მოხდება, რაც მათ შეუშლის ხელს მუშაობაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტმა ერთი რჩევაც მისცა პარლამენტს საარჩევნო კოდექსის შესახებ: "შეცვალეთ საარჩევნო კოდექსი და გააკეთეთ ეს არა 2024 წელს, არამედ დღესვე! ვიფიქროთ ამაზე და ხელისუფლების გადანაწილებაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 95
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია