საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქველმოქმედების 106-ე წელი ქუთაისში - გვირილობა 2018
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/05/02 00:50:06

 

ერთი საუკუნეზე მეტია,ქუთაისში გვირილობის დღესასწაული ტარდება.  აღნიშნული დღესასწაულის ტრადიციად ქცევა " ქუთაისის სამედიცინო საზოგადოებას" უკავშირდება, ხოლო იდეა ეკუთვნის ქუთაისელ  ვექილს, საშა ჩიქოვანს.


„სამედიცინო საზოგადოებამ“ 1912 წელს ჩამოაყლიბა "კავკასიაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოება", ქუთაისის ფილიალიც დაარსდა. საზოგადოების ინიციატივით გადაწყდა, არეზინდოს მთაზე, აბასთუმანში, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის სამკურნალო სანატორიუმის აშენება. ეს ყველაფერი დიდ თანხებს უკავშირდებოდა, ამიტომ  საზოგადოების წევრმა ექიმებმა მოიფიქრეს  ე.წ  "გვირილობის“ დღესასწაულის მოწყობა, რომელშიც ქალაქის ფართო მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. პირველად გვირილობის დღესასწაული 1912 წელს მოეწყო, გვირილების გაყიდვით მიღბული თანხა კი მთლიანდ ქველმოქმედებას მოხმარდა.


გვირილობის დღესასწაულის  ისტორიულ ნაწილზე  საუბრობს ექიმი მერაბ კვიცარიძე:

"კარგი ინიციატივების  ავტორები ძირითადად ექიმები არიან, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მე თვითონ ექიმი ვარ, საქველმომედო თემა უპირველესად ჩვენს პროფესიასთან ასოცირდება.

ორმაისობის დღესასწაულზე მუხრანის  ტყეში  იმართებოდა სახალხო შეკრება.   უნდა აღინიშნოს რომ ეს არ იყო მხოლოდ ქუთაისის დღესასწაული,  მთლიანად დასავლეთ საქართველოდან ჩამოდიოდნენ მსურველები,  მთავარ ლოკაციდ  მუხრანის  ტყე , იმიტომ იყო შერჩეული,რომ ძველი ქალაქები ვითარდებოდნენ  წრიული პრინციპით.  შესაბამისად, სხვა რეგიონები ქუთაისის ამ ტყის გავლით უკავშირდებოდნენ.  მუხრანის  ტყეში ხდებოდა გვირილების გაყიდვა, ქალაქის თავი ანუ მერი მაშინაც სერიოზულად ემზადებოდა ამ დღესასწაულისთვის, ხდებოდა სხვდასხვა ტიპის შეჯიბრებები- დოღში, რიკტაფერაში, და ა. შ  ყველა ოჯახში იშლებოდა საზეიმო სუფრა, თამადების შეჯიბრიც კი ხდებოდა.  შეგროვებული თანხა ტრადიციისამებრ ქველმოქმედებას ხმარდებოდა.


უნდა აღინიშნოს,რომ  დღევნდელი ხელისუფლებაც ძალიან  ბევრ რამეს აკეთებს ორმაისობის ღირსეული აღნიშვნისთვის.


ამ წლების განმავლობაში გვირილობის დღესასწაულმა მრავალჯერ იცვალა სახე, იმდნადაც კი რომ გვირილობა მთავარ პრინციპს ქველმოქმედების იდეას, საერთოდ  აცდა. 


  წელს  ადგილობრივმა თვითმმართვეელობამ გაითვალისწინა გოგი წულაიას რჩევა და მუხრანის ტყე-პარკში  გაშლილი სუფრები გვირილობის საკადრისი ღონისძიებებით ჩაანაცვლა.


უფრო ზუსტად: "იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის  ინიციატივით წელს  გვირილობის ნამდვილი ტრადიცია გაცოცხლდება.


გთვაზობთ  გუბერნიის ადმინისტრაციის კომენტარს:

"წელს მუხნარის ტყეში განსხვავებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. რადგან ,,გვირილობადაკავშირებული იყო ქველმოქმედებასთან და სიკეთის კეთებასთან, გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და საუკუნის შემდეგ ისევ დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარები. აღნიშნულ ღონისძიებაში რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება შეიძინოს სასურველი ნივთი და მონაწილეობა მიიღოს ქველმოქმედებაში. სიმბოლურად ასევე, ვგეგმავთ ,,გიმნაზისტმაგოგონებმა და ვაჟებმა  აღნიშნულ ტერიტორიაზე გვირილები გაყიდონ და შეგროვილი თანხით საკუთარი წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში.

 

გარდა ამისა, მუხნარის ტყეში გაიმართება კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფოლკლორული ანსამბლების მიერ წარმოდგენილი იქნება როგორც ქორეოგრაფიული ასევე, ხალხური სიმღერები, შესრულდება ქალაქური სიმღერებიც.


 "პოსტსკრიპტუმის" რედაქციის სახელით ყველას ვულოცავთ "გვირილობას", ვისთვისაც ეს დღე და მასთან ასოცირებული იდეა მნიშვნელოვანია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია