საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ექსკლუზივი
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია: „კოპიტნარის აეროპორტთან სასტუმროს აშენება-არაშენებით არ განისაზღვრება ქუთაისის ტურისტული პოტენციალი“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/04/02 13:46:51

 

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დააანონსა, რომ ქუთაისის მახლობლად მდებარე კოპიტნარის აეროპორტთან სასტუმრო კომპლექსი აშენდება, სოციალურ ქსელსა თუ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში დაიწყო იმ საკითხის განხილვა, თუ როგორ დააზარალებს ეს საკითხი ქუთაისს. თემა ნამდვილად აქტუალურია და უარყოფითი კომენტარი ბევრი მოვისმინეთ.

მედალს კი ყოველთვის აქვს ორი მხარე. ამიტომ ჩვენ, ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამ საკითხზე ქუთაისის ამჟამინდელ მერს, ბატონ გიორგი ჭიღვარიას ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება.


ქუთაისის მერს მიაჩნია, რომ ყველას შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, თუმცა ეს ფუჭი ვნებათაღელვაა,  რადგან აეროპორტთან სასტუმროს აშენება-არაშენებით არ განისაზღვრება ქუთაისის ტურისტული პოტენციალი.


„ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ შენდება რაიმე გრანდიოზული დასასვენებელი პარკი ან სხვა რამ. აეროპორტთან აშენდება სასტუმრო და ეს, სხვათაშორის,  მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ქუთაისს ტურისტები მოაკლდება. პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ქუთაისი უფრო მეტად საინტერესო გახდეს ტურისტებისთვის“ - აცხადებს გიორგი ჭიღვარია.


მისივე თქმით, იმ ტიპის სასტუმროებში, რის აშენებაზეც არის აეროპორტთან საუბარი, ძირითადად მგზავრების 5% რჩება, ხოლმე. იმიტომ, რომ თუ მაგალითად, სტუმარი რამდენიმე დღითაა ჩამოსული, შეიძლება, შეისვენოს აეროპორტის სასტუმროში, მაგრამ თუ ერთი დღითაა, ის აეროპორტში არ დარჩება და აუცილებლად გამოიყენებს დროს, რომ ნახოს ქალაქი.


„ჩვენ პარარელურად უნდა ვიმუშაოთ, რომ უშუალოდ აეროპორტშიც შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ქუთაისი უფრო საინტერესო გახდეს ტურისტებისთვის. დიდი გეგმებიც გვაქვს ამ მიმართულებით, დაწყებული აპლიკაციების შექმნით, ასევე ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების ცნობადობის გაზრდის კუთხით. გვინდა, ტურისტი რომ ჩამოვა, ერთ და ორ დღეზე მეტი სანახაობა ჰქონდეს, უფრო გავააქტიუროთ ის მუზეუმები, რაც გვაქვს. ასევე, ვგეგმავთ საფეხმავლო ხიდის გაკეთებას, რომელიც წმინდა გიორგის ეკლესიიდან გადავა ბოტანიკურ ბაღში. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანხმდება და დავიწყებთ მუშაობას.გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ისტორიულ უბანში რამდენიმე ქუჩის სრული რეაბილიტაცია, სადაც გასეირნება ძალიან სასიამოვნო იქნება ქუთაისელებისთვისაც და ქალაქის სტუმრებისთვისაც“ - აცხადებს ქუტაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია