საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იტალიური ღვინის ოსკარი
სომელიე მირანდა დოლაბერიძე:"ბედნიერი ვარ, რომ იტალიური ღვინის ოსკარზე გამარჯვებული ღვინოების გამოვლენაში მეც ვმონაწილეობდი"
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/03/11 20:24:00

 

„Oscar del Vino 2018” - ამ სახელწოდებით უკვე იტალიური ღვინოების მე-19 დაჯილდოება გაიმართა 10 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში, HOTEL ROME CAVALIERI -ში. “ოსკარის“ ორგანიზატორი გახლდათ  FONDAZIONE ITALIANA SOMMELIER.


ამ იტალიური ღვინის დღესასწაულში ერთი ახალგაზრდა ქართველი სომელიე გოგონაც მონაწილეობდა - მირანდა დოლაბერიძე, რომელიც ამ პროფესიას სწორედ იტალიაში დაეუფლა და მაქსიმალურად ცდილობს, სამშობლოში დაბრუნებამდე პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღოს.


მირანდა დღეს ჩვენი სტუმარია და მასტან ინტერვიუს გთავაზობთ.

 

-მირანდა, ვიცი, რომ ემოციურად დატვირთული ხარ, შეგიძლია, რომ სიტყვებით გაგვიზიარო შენი ემოცია?  გვიამბო შენი შთაბეჭდილებები?

 - დიდი სიამოვნებით. წელსმესამედ მქონდა ბედნიერება, რომ დავსწრებოდი იტალიური ღვინის არაჩვეულებრივ „დღესასწაულს“, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს. უფრო მეტიც, მე, ერთადერთი ქართველი სომელიე გოგონა, ვმონაწილეობდი კიდეც იტალიური ღვინოების შეფასებაში. ეს ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია. ყველაზე მეტად სწორედ ჩემს თანამემამულეებს მინდა, ვუამბო ამ დღესასწაულზე განცდილი ემოციის შესახებ, რადგან უდიდესი სურვილი მაქვს, რომ ჩემს სამშობლოში, საქართველოშიც ვიხილო ღვინის ასეთი „ოსკარი“. საქართველო ხომ მსოფლიომ უკვე აღიარა ვაზისა და ღვინის სამშობლოდ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრის სწავლა მოუწევს ევროპისგან და მათ შორის - იტალიისგან.

ღვინო მხოლოდ ალკოჰოლური მართობელა სასმელი არა რაის... რატომ?   ჩვენს ეპოქაში იგი ხელოვნების და ისტორიის უდიდესინაწილია. ეს კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად ვიგრძენი „იტალიური ღვინის ოსკარზე“.


-იქნებ  „ღვინის ოსკარის“ ცერემონიის დეტალებიც გაგვიმხილო...

საგედუსტაციო დარბაზის ელეგანტურობის აღსაწერად სიტყვები არასდროს მყოფნის...

შევეცდები, სხვა დეტალები მოგიყვეთ:  ოსკარის  საღამოს პრეზენტატორი იყო  თვით FONDAZIONE ITALIANA SOMMELIER -ს პრეზიდენტი ფრანკო მარია რიჩი.  საღამოს გახსნილად გამოცხადების შემდეგ  გაისმასაოცრად ამაღელვებელი ემოციური მუსიკა (მეგონა, გლადიატორები იწყებდნენ შემოსვლას) და სომელიეთა გუნდს წინ შემოუძღვა  სომელიეების მთავარსარდალი, უბალდო პიცინგრილი...თითოეულ სომელიეს მარცხენა ხელში ეჭირა ამ საღამოსთვის განკუთვნილი  თითო ბოთლი ღვინო.


 რაც შეეხება ღვინის ნომინაციებს, იგი იყოფოდა 9  ეტაპად და თითო ნომინაციიდან  წარმოდგენილი და დაგემოვნებული იყო სამ-სამი ღვინო. თითოელ  ნომინაციას ჰყავდა მომხსენებელი ანუ ღვინის წარმდგენი სომელიე, რომელიც ზოგადად საუბრობდა  და აცნობდა დამსწრე საზოგადეობას წარდგენილ და დასაგემოვნებლად გამზადებულ ღვინოს.კარგად რომ წარმოიდგინოთ, სომელიეყვება კონკრეტული ღვინის ისტორიას, ეხება ვაზის ჯიშს და ტერუარის ადგილმდებარეობას.. გარდა ამისა, საუბარს აგრძელებს ბოკალში ჩამოსხმული ღვინით,  ანუ ღვინის შეფასება იწყება თვალის ანალიზით _ ფერის შეფასება, შემდეგ გადადის ყნოსვით შეფასებაზე და შემდეგ უკვე ხდება დაგემოვნება ანუ ღვინის ორგანოლეპტიკის შეფასება, საბოლოოდ არის დასკვნა და „აბინამენტო“ -   ზოგადი რჩევები, თუ რა კერძი შეიძლება, შევუხამოთ შემოთვაზებულ ღვინოს...  თითოეული ამ ეტაპის მოსმენა ღვინის წარმდგენისომელიესგან გამოგზაურებს გამოცდილებით სავსეღვინის არა მარტო ისტორიაში, არამედ გაგრძნობინებს ღვინოს ხელოვნების დონეზე. ეს ყველაფერი კი დამგემოვნებელმა ბოკალში ჩასხმული 50 გრამიღვინოთუნდა შეაფასოს.


-         ეს დაჯილდოება 19 წელია ტარდება, წელს რა სიახლეები იყო?

-გასული წლებისგან განსხვავებით,  წელს  Oscar del Vino 2018- ზე შეფასებას ახდენდა არა მხოლოდ ჟიური,არამედდარბაზში დამსწრე 700 კაციანი საზოგადოება(აქ შეხვდებოდით: „ოსკარზე“ წარდგენილი ღვინოების მწარმოებლებს, ენოლოგებს, ცნობილ ჟურნალისტებს პრესიდან თუ ტელევიზიიდან, რესტორატორებს, რიგით სომელიებს თუ ღვინის მოყვარულებს. მათ შორის ვიყავი მეც.

 ხმის მიცემა ხდებოდა  მობილურების საშუალებით, თითოეული დამსწრეს გააჩნდა საკუთარი კოდი, რომლითაც რეგისტრირდებოდნენ  www.bibenda.it საიტზე და ამგვარად აფიქსირებდნენ ღვინის  თვით შეფასებას.  მეამაყება, რომ ჩემს მიერ შეფასებული ღვინოებიდან ოთხმა გაიმარჯვა.


თუ შეგიძლიათ, გაგვაცანით სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული იტალიური ღვინოები:

-დიდი სიამოვნებით. აი, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ღვინოები:

 

ნომინაცია 1. საუკეთესო შუშხუნა ღვინო.   მომხსენებელი  ლუჩიანო მალოცი

Franciacorta Dosage Zero Noir Vintage Collection 2007. Ca Del Bosco

 

ნომინაცაი 2. საუკეთესო თეთრი ღვინო.  მომხსენებელი ჯოვანი ლაი

  Langhe Riesling Herzu 2014. Ettore Germano

 

ნომინაცია 3. საუკეთესო ვარდისფერი ღვინო.  მომხსენებელი  ალესია ბორელი

Etna Rosato Arcuria 2016. Calcagno

 

ნომინაცია 4. საუკეთესო წითელი ღვინო. მომხსენებელი მასიმო ბილეტო

Amarone della Valpolicella Classico Ca Florian Riserva 2010.   Tommasi

 

ნომინაცია 5. საუკეთესო ტკბილი ღვინო . მომხსენებელი დანიელე მაესტრი

A.A. Mosacato Giallo Passito Baronesse Baron Salvadori 2014. Nails Margreid

 

ნომინაცია 6.  საუკეთესო ღვინის საუკეთესო მწარმოებელი. მომხსენებელი პაოლო ლაუჩანი

Sagrantino di Montefalco 25 Anni 2013.   Arnaldo Caprai

 

ნომინაცია 7. საუკეთესო ღვინო ხარისხის და ფასის გათვალისწინებით. მომხსენებელი                                                                                                                                            ჯულიანო ლემე

Vermentino di Toscana Belvente 2016. Petra

 

ნომინაცია 8.  საუკეთესო მომავლის ღვინო ( რომლებიც ახალია მაგრამ ხარისხით არ ჩამოუვარდება ისტორიულ და წარმატებულ ღვინოებს)

Brunello di Montalcino Paesaggio Inatteso 2012.  Camigliano

 

ნომინაცია 9. საუკეთესო პრემია ჟიურისგან

Cervaro della Sala 2011. Castello della Sala.

Bolgheri Sassicaia 2014.   Tenuta San Guido

Masseto 2014. Ornellaia e Masseto

Brunello di Montalcino Riserva 2011. Biondi Santi

 

 მე-9 ნომინაციაში იტალიის საუკეთესო ღვინოები იყო წარმოდგენილი, ამიტომ ჟიურის გადაწყვეტილებით, ოთხივე ნომინანტი ღვინო დაჯილდოვდა „ოსკარით“,  საკუთარ მწარმოებლებთან ერთად.


ღვინოების გარდა,  დასახელდა   საუკეთესო ენოლოგის, საუკეთესო ღვინის ჟურნალისტის  და  საუკეთესოღვინის  მარკეტინგ-მენეჯერის  ნომინაციებიც.


აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო იტალიური ღვინოების ოსკარი/დეგუსტაცია  6 საათი გრძელდებოდა, მასში მონაწილეობას იღებდა  50 სომელიე,  წარმოდგენილი იყო  ღვინის 28 ეტიკეტი,  ღვინის ბოთლების განლაგება დაყოფილი იყო 4 ძირითად დახლად და თითო დახლს ჰქონდა  28 ეტიკეტის 10-10  ბოთლი ღვინო. ანუ საერთოდ ღვინოების რაოდენობა  1200 ბოთლს შეადგენდა.


„იტალიური ღვინის ოსკარი”-ს საღამომ ძალიან საინტერესოთ ჩაიარა.  წლიდან წლამდე ესე დაუღალავად მუშაობენ იტალიელი სომელიეები და არა მარტო ისინი სიახლებიის ძიებაში... ამიტომ საზოგადოებისგან  შეუმჩნეველი არ რჩებიან და მათგანცდიდ პატივისცემას, თანადგომას  იღებენ.


მე თამამად შემიძლია ვთქვა,   ღვინო,  როგორც ხელოვნების ნიმუში,კონკრეტულად ამ იტალიურმა ორგანიზაციამ FONDAZIONE ITALIANA SOMMELIER _მა, მისმა კოლექტივმა და ეხლა უკვე ჩემმა კოლეგებმა შემაყვარეს. ვერასოდეს  წარმომედგინა  ცოტაოდენი ღვინის დაგემოვნებით თუ შეიძლებოდა,ყოფილიყავიბედნიერი, კმაყოფილი და პროფესიულად გაზრდილი.


-დიდი მადლობა, მირანდა, საინტერესო საუბრისათვის. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით სამშობლოში.

 

 ნატო გუბელაძე

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია