საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის გამოფენა
შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში „საკურა"-ს კონკურსის ჯილდოები დაიმსახურა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/07 10:43:56

 

 

სხვადასხვა დასახელების შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურასკონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა:


„ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია ქინძმარაული;

„ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“;

„ოქრო“ – „მწავნე 2015“, შალაურის ღვინის მარანი;

„ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული;

„ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“;

„ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, შალაურის ღვინის მარანი;

„ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.


საერთაშორისო კონკურსისაკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათსაზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.


კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.


მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე, ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია