საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტურიზმი და კულინარია
აჭარული სამზარეულო და ტურისტული პროდუქტები - გადაცემათა ციკლი ბელარუსში (VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/01/27 11:11:52

აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს ბელარუსში პოპულარული კულინარიული გადაცემას „50 რეცეპტი" 8 მილიონამდე მაყურებელი გაეცნო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 ვრცელი გადაცემა, რომელიც მთლიანად აჭარულ კერძებს, ფოლკლორსა და ტურისტულ პროდუქტებს მიეძღვნა „ Belarus 1" -ის ეთერში იანვრის განმავლობაში გადაიცემოდა.


რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით შეიცვლა გადაცემის ფორმატი. ის სტუდიის ნაცვლად ბათუმის ქუჩებსა და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში ჩაიწერა. გადაცემის მსვლელობისას წამყვანები მარინა კონდრატევა და დიმიტრი კიპენი აჭარაში მოგზაურობენ და მაყურებელს სხვადასხვა აჭარული კერძის მომზადებას ასწავლიან, პარალელურად კი უყვებიან ისტორიებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, პროდუქტების და ადგილების შესახებ.

 

„ძალიან საინტერესო და კარგი გადაცემები გამოვიდა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ერთდროულად ენახა ჩვენი მარავლფეროვანი ტურისტული პროდუქტები. თუკი ერთ გადაცემაში ისინი ეცნობიან ბათუმს, აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესს, ზღვას და თბილ ბათუმურ გარემოს, მეორე გადაცემაში უკვე წამყვანებთან ერთად თოვლიან აჭარის მთებში მოგზაურობენ, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებში სწავლობენ თუ როგორ მოამზადონ უგემრიელესი სინორი. პირველი გადაცემა ეთერში საშობაოდ გავიდა, მას შემდეგ კი ყველა შაბათ-კვირას მაყურებელი აჭარაში მოგზაურობდა. ჩვენი თხოვნით შეიცვალა გადაცემის ფორმატი და ის კულინარიულთან ერთად სამოგზაუროც გახდა. ერთობლივმა პროექტმა გაამართლა და მას ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ბელარუსში," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

გადაცემა შეგიძლიათ, იხილოთ ამ ლინკზე: 

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=9&v=2NHL4x6RGwE

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია