საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტმა კახეთის ოთხი სოფელი მოიცვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/01/23 00:15:00

ჯიმითი, მზისგული, არხილოსკალო და არბოშიკი - ეს ის სოფლებია, სადაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში სამუშაოები 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო მიწის რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე კვირაში დასრულდება. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში 3870-ზე მეტი ადამიანი შეძლებს საკუთრების უფლების გამარტივებული წესით რეგისტრაციას.


დედოფლისწყაროს სოფელ  არხილოსკალოში საველე სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამ ეტაპზე სააგენტო სამართლებრივ დოკუმენტაციას ამუშავებს, რის შემდეგაც მოსახლეობას საშუალება ექნება, გაეცნოს საკადასტრო აზომვის შედეგებს და შეიტანოს მასში კორექტირებები.

 

რაც შეეხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მეორე სოფელ არბოშიკს, პროექტი აქ იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყო და ამ ეტაპზე მიწის აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს.


საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება და ის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენსპროექტით უფასოდაა გათვალისწინებული  მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაცისთვის საჭირო მომსახურებები:  უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვასაკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება,  საკადასტრო მონაცემების ცვლილებასაკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებანოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმებამედიაცია და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება


საპილოტო პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დასახლებებში მიმდინარეობს და სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება. გეოგრაფიული მრავალფეროვნებისა და სარეგისტრაციო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით 12 დასახლება შეირჩაჯიმითი, მზისგული, არხილოსკალოარბოშიკი, სალხინო(ვანის მუნიციპალიტეტი), მანგლისი, კარალეთი, ზარიძეები, ვედითკარი, ლახამულა, საგურამო, შუახევი - ეს ის არეალებია, სადაც საპილოტო პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეები  საკუთრების უფლების რეგისტრაციას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მარტივად და უფასოდ შეძლებენ. 

 

 (R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 193
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია