საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფონენდოსკოპი
უჩა ბობოხიძისა და თიკო ჩიხლაძის ოჯახური პორტრეტი: ჯერ ადამიანები ვართ და შემდეგ - ექიმები
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/01/08 12:24:00

"საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი" ცდილობს ექიმების შესახებ არსებული სტერეოტიპები შეცვალოს და ამ პროფესიის ადამიანები განსხვავებული კუთხით დაანახოს მკითხველს. რუბრიკის კვირის სტუმრები არიან ნეიროქირურგი უჩა ბობოხიძე და  პედიატრი თიკო ჩიხლაძე, რომლებიც ექვსი  თვის დაოჯახებული არიან. ახალგაზრდა მედიკოსების ოჯახს მედიასთან ურთიერთობა არ ხიბლავს, თუმცა "პოსტკრიპტუმის" რედქციას არც მეტი, არც ნაკლები შობის დღეს უმასპინძლეს.



ავტორის წინასიტყვაობა

პირველად საავადმყოფოფოში,  წამლის სუნით გაჟღენთილ  ოთახში  შევხვდი. კავკასიურად მეტყველი თვალებითა და  ჰუმანური ჟესტებით დამამახსოვრდა ...  თეთრ ხალათშიც არასტანდარტული ექიმის იერი ჰქონდა, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორც ამბობენ, "თავმდაბლობა ამშვენებს ადამიანს", სწორედ ამ  თვისების გამო გამიჩნდა სურვილი, მასთან მესაუბრა.

ორი წლის შემდეგ ინტერვიუზე შევუთანხმდი,  ოჯახში დამპატიჟა და თავისი არჩვეულებრივი მეუღლე გამაცნო.

 

პროლოგი

ინტერვიუსთვის შობის დღე შევარჩიეთ,  მედიკოსების ლამაზი და თბილი სახლი საშობაო ზღაპრის ასოციაციას ქმნიდა. აღმოჩნდა რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს წყვილისთვის კიდევ ერთი საკრარული დატვირთვა ჰქონია. შობას  უკავშირდება მათი ურთიერთობის დაწყება. შესაბამისად, წყვილის სიყვარულის  ერთი წლის იუბილე ჩვენც გავიზიარეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,რომ "დედამიწას სიყვარული ატრიალებს" და "დომენიკო", უბრალოდ, პერსონაჟზე მეტია...

 

თიკო მეუღლის მორთმეულ ვარდებს ლარნაკში აწყობს და თან  მათი სიყვარულის ისტორიას გვიყვება.  არც გამკვირვებია, როდესაც მითრხა, რომ  "ამბავი სიყვარულისა" დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენრტში დაიწყო, იქ, სადაც ორივე ერთად მუშაობს და დროის უმეტეს ნაწილს ატარებს.  წყვილი ოჯახის მესამე წევრს, ვაჟს  ელოდება, თუმცა სახელი ჯერ არ აქვთ შერჩეული.


ვსხდებით და ფინჯან ჩაიზე ვაგრძელებთ საუბარს...


თიკოს შეფასებით,  უჩა იშვიათი  ქართველია, რადგან სურდა, პირველი შვილი გოგო ყოფილიყო, მონაწილეობს საოჯახო საქმეებში, უყვარს კულინარიული ესპერიმენტების ჩატარება, აღიარებს გენდერულ თანასწორობას...


ოჯახურ ყოფაში, თანამედროვეობის პარალელურად, ტრადიციულ ხაზს ინარჩუნებენ, რადგან ტრადიციების პატივისცემა  ოჯახებიდან მოსდევთ.  შობის სასწაულების სჯერათ და ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ...


კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ ექიმები ცხოვრების მეგზურად მათივე პროფესიის ადამინებს, უჩა გვპასუხობს: " გამიმართლა, რადგან მყავს მეუღლე, რომელიც ჩემსავით აზროვნებს და ყველაფერში მიგებს,როგორც მეგობარი. ჩვენი პროფესია ძალიან სპეციფიკურია. ზოგადი გადასახედიდან,  რთულია, რომ ექიმს სხვა პროფესიის ადამიანმა გაუგოს. ალბათ, ამიტომაც მომრავლდა მედიკოსი ოჯახები. თუმცა, მე არ გამითვლია, რომ ჩემი სფეროს წარმომადგენელზე დავქორწინებულიყავი, ეს თავისთავად მოხდა."

 

 საუბრიდან ირკვევა, რომ უჩა  არის ბუნებით ჰუმანური და შინაგანად ქველმოქმედი ადამიანი, რაც  მის პროფესიულ არჩევანშიც გამოიხატა. ბუნებით მაქსიმალისტია, ამიტომ გადაწყვიტა მედიცინაში ურთულესი მიმართულება,  ასკლეპიუსის გზა აერჩია. თვლის, რომ ქუთაისი მისთვის იგივე ოჯახია.


ამბობს, რომ პროფესია ადამიანს ცვლის:

 " ყოველდღიურად გვიწევს სიკვდილთან ბრძოლა, მადლიერი  თუ  უბდური თვალების ყურება, ეს განცდები  სახლშიც მოგყვება და ფსიქოლგიურად გცვლის, რადგან ჯერ ადამიანები ვართ და შემდეგ - ექიმები. ხშირად ღამის 12 საათზე ვდგები და მივდივარ პაციენტის სანახავად."


იგივე აზრს აგრძელებს თიკო:" სანამ ექიმობას დავიწყები, უფრო ლაღი ვიყავი, რაც დრო გადის, ვიცვლები, ჩემმა პროფესიამ სევდიანი გამხადა."


ახლგაზრდა წყვილი თვლის, რომ ყველაზე მეტ სირთულეებს პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას აწყდებიან, რადგან  მათი ახალგაზრდული იერი და თანამედროვე იმიჯი ხშირად მცდარ წარმოდგენას უქმნის ადამიანებს. თუმცა, კომუნიკაციის დამყარების შემდეგ ეს დამოკიდებულება  პოზიტიურად იცვლება...


მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი საღამოს 19:00 საათამდე სამსახურში იყო, მობილურ ტელეფონებზე არ წყდებოდა პაციენტებთან დაკავშირებული ზარები... ინტერვიუს დასრულების შემდეგ ისინი შობა დღეს კვლავ  სამსახურში დაბრუნდნენ.

 

 

 


ჩვენი რედაქციის სახელით ბედნიერებას და წარმატებებს ვუსურვბთ ამ ადამიანებს,მათ ოჯახს, ვისთვისაც პროფესიონალიზმი უმთავრესია!

 

ლიკა დევდარიანი


 

P.S ოფიციალური ტონი სპეციალურად არ გამოვიყენეთ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2855
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია