საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ეძიე და მოყევი ღვინოს „ - „თელიანი ველის“ ახალი კამპანია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/12/27 01:38:47

 

4 კრეატიული სააგენტოს მიერ შექმნილი  4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული საკოლექციო შეფუთვა

 

საიუბილეო 20 წლისთავზეთელიანი ველმაახალი კამპანიაეძიე და მოყევი ღვინოსწამოიწყო. წლების განმავლობაში ბრენდის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა, სწორედ ამ მოწოდების გარშემო ერთიანდება.


პლატფორმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

·        

  • ღვინის ცოდნის ამაღლება,
  • ღვინისა და კერძის შეხამება,
  • ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი,
  • ქართული ღვინის ისტორია.

 

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული 4 ბოთლიანი საკოლექციო  შეფუთვა, რომელშიც თითოეული ღვინო თითო მიმართულებას გამოხატავს

 

შეფუთვის შესაქმნელად კომპანიამ მოიწვია 4 კრეატიული სააგენტო, რომელთაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეხვდათ  4  მიმართულებიდან ერთ-ერთი. სამუშაო პროცესში თითოეულმა სააგენტომ შეარჩია ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კონკრეტულ მიმართულებას და შექმნა ამ ღვინისათვის ეტიკეტის დიზაინი.

  •  სააგენტო კოლეკტივი“ - ღვინის ცოდნის ამაღლება - “ ახაშენი”;
  •  სააგენტომორ სტუდიო“ - ღვინისა და კერძის შეხამება - “წინანდალი
  • სააგენტოაბეკა გრაფიკსი“ - ღვინო, როგორც საქართველოსელჩი - „საფერავი
  • გიორგი პოპიაშვილი - ქართული ღვინის ისტორია - “რქაწითელი ქვევრი

 

პროექტის მსვლელობისას ქართული მეღვინეობა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. საქართველო აღიარეს, როგორც ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა.  „კოლეკტივმა“ „ახაშენისშეფუთვაში აქცენტი სწორედ ამ მოვლენაზე გააკეთა და დიზაინში თავი მოუყარა მსოფლიო პრესის ხმამაღალ სათაურებს.https://www.youtube.com/watch?v=umHuBPX8gN4

 

მორ სტუდიომ“ „წინანდალისდიზაინში ქართული სუფრის მრავალფეროვნება ასახა. ეტიკეტი ძველი კულინარიული რეცეპტებისა დაკერძების ვიზუალური მასალის გამოყენებით შეიქმნა. ქართული სუფრაც ხომ ღვინის, კერძებისა და ემოციების ერთგვარ კოლაჟს წარმოადგენს.https://www.facebook.com/TelianiValley/videos/1679199388769481/

 

აბეკაგრაფიკსის“ „საფერავისეტიკეტში მთელი საქართველო ფანქრით არის ჩახატული. დიზიანის მთავარი ელემენტი კომპასია, რომელიც მსგავსად ელჩისა. საქართველოს გზას მოგასწავლის.    https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=__qnjezJDdc

გიორგი პოპიაშვილისრქაწითელი ქვევრიწარმოადგენს ქვევრის იმიჯს, რომელიც დახატულია 8000 წერტილით. თითოეული წერტილი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოში ღვინის წარმოების ერთ წელსhttps://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=fkQnPpnYraw

 

თელიანი ველი, ეძიე და მოყევი ღვინოს . . .

https://www.facebook.com/TelianiValley/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია