საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტურიზმი
Euronews-ის ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო (VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/12/06 11:17:51

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ Euronews-ის ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყოზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში კლიპი Euronews-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის კულტურას აცნობს.


სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

Winter in Georgia -ის ვიდეორგოლის გარდა Euronews „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“-ს შესახებ სპეციალურ რეპორტაჟს და თბილისის ტურს ამზადებს, ასევე თბილისის ტურს მიეძღვნება ვიდეორგოლიც რომელიც წამყვანი ევროპული ტელევიზიის ეთერით გადაიცემა.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას 19 ქვეყანაში ატარებს: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

 

Euronews-ს 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში.


https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=TSzvXAtSQgg

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 56
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია