საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
EU4Business-ის დახმარებით ქართულ კომპანიებს ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა ეძლევათ
2017/12/04 01:25:19

საქართველოს მთავრობაც და ევროკავშირიც აცნობიერებენ ამ რისკებს, ამიტომაც ევროკავშირმა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა პრიორიტეტად აქცია. ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ი მუშაობს იმისათვის, რომ მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე არსებული დაბრკოლებები აღმოფხვრას, ისეთი როგორიცაა შეზღუდული წვდომა ფინანსებზე, საკანონმდებლო წნეხი და ახალ ბაზრებზე შესვლის სირთულეები. 


ევროკავშირის EU4Business პროგრამა დაფინანსებისხელშეწყობის და ტრენინგის მეშვეობითეხმარება მცირე ბიზნესსსრულად გამოავლინოს მისი პოტენციალი

EU4Business-ისფარგლებში მხარდაჭერა ხორციელდება ისეთ ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და

განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ერთ-ერთი ბიზნეს კომპანია, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით EU4Business-ის პროგრამის მხარდაჭერა მიიღო კომპანია „მემოგრამია“. კომპანია სთავაზობს ფოტო გადაღების და ბეჭდვის ინოვაციურ სერვისებს. EU4Business-ის დახმარებით, „მემოგრამს“ ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა მიეცა, კერძოდ გააუმჯობესა სერვისი, რითაც კომპანიას ბრუნვა გაეზარდა. 


 „მემოგრამი“ სთავაზობს კომპანიებს ფოტოს ბეჭდვის მარტივ და ინოვაციურ შესაძლებლობას, ასევე მომხმარებელს შეუძლია გადაიღოს, ატვირთოს, გააგზავნოს და დაბეჭდოს ფოტოები რამდენიმე წამში. 


ამასთან, EBRD-ი დაეხმარა „მემოგრამს“ მომხმარებლებისთვის ახალი სერვისის შეთავაზებაში, როგორც საქართელოში, ასევე საზღვარგარეთ.  ეს არის „ფოტორატორი“, თანამედროვე ფოტო ჯიხური - მარტივი და სახალისო მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს გართობასა და რეკლამას 

 

კომპანია „მემოგრამის“ დამფუძნებელის გაბრიელ მელივას განცხადებით, მისმა ორივე  პროექტმა „მემოგრამმა“ და „ფოტორატორმა“, სარგებელი ნახა EBRD-ის პროგრამიდან  კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის და ევროკავშირიდან 7 ათასი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო. ამ თანხით გაბრიელ მელივამ კომპანიის ვებგვერდები შექმნა. ამასთან, კომპანიამ სხვა დონორებისგანაც მიიღო ფინანსური დახმარება, შედეგად კომპანიამ 15 ერთეული ტექნიკა ააწყო და გაყიდა საერთაშორისო ბაზარზე. მელივა პროფესიით ფინანსისტია და ბანკში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება აქვს, მაგრამ როდესაც გააცნობიერა, რომ მის ბიზნეს იდეას განვითარების პოტენციალი ჰქონდა, ბანკში მუშაობას თავი დაანება და 2014 წლიდან  ბიზნესით დაკავდა.


 „მთელი ჩემი პირადი დანაზოგი 10 ათასი ლარის ოდენობის ამ ბიზნესში დავაბანდე. იმ დროისთვის საქართველოს ბაზარზე ამ სფეროში კონკურენცია დაბალი იყო, მხოლოდ ერთი კომპანია სთავაზობდა დაახლოებით იგივე სერვისს მომხმარებელს, თუმცა ის არ იყო ინტერაქტიული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფოტო ინდუსტრიაში უფრო ინტერაქტიული და ინოვაციური სერვისების მიწოდებით, ჩემი ბიზნესი გაფართოვდებოდა,“ განაცხადა მელივამ.

ბაზარზე სამწლიანი საქმიანობის შემდეგ, მელივას თქმით, კომპანიამ შეძლო 600-მდე ფოტო გადაღების სერვისის განეხორციელებინა. „თუ თავდაპირველად ორი-სამი ფოტო გადაღების სერვისს ვეწეოდით ყოველთვიურად, ახლა ამდენივე სერვისის მიწოდებას ყოველდღიურად ვახერხებთ. ჩვენი სერვისის უნიკალურობა არის ის რომ შენ შეგიძლია ერთდროულად გადაიღო, დაბეჭდო და გააზიარო მაღალი ხარისხის ფოტოები.“  


ბიზნესის კიდევ უფრო გაფართებისთვის მელივა მიიჩევს, რომ საჭიროა მომხმარებლებისთვის მეტად ინოვაციური და ახალი სერვისების მიწოდება. „ბაზარზე პროფესიონალი კადრების დეფიციტია, ასევე ჩვენ გვიწევს საზღვარგარეთ შევიძინოთ მომსახურებისვის საჭირო მასალები. მსგავსი სირთულეები აფერხებს მცირე ბიზნესის ზრდას,“ განაცხადა მელივამ.


საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი წლებია მხარს უჭერს ეკონომიკურ რეფორმებს და მცირე ბიზნესს საქართველოში,

EU4Business-ის პროგრამა კი უზრუნველყოს სხვადასხვა ტიპის კომპანიებისთვის მათზე მორგებულ მხარდაჭერას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.   


 „EU4Business-ი აერთიანებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მთელ რიგ პროგრამებს შემდეგი მიზნის მისაღწევად: გაიზარდოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და მათ მიეცეთ საკუთარი პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა, რათა მათ შეძლონ გამოიყენონ ის უპირატესობები, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა აძლევთ. აღნიშნული პროგრამები მცირე ზომის კომპანიებს სესხის მარტივად აღების შესაძლებლობას აძლევს, ეხმარება მათ განვითარებასა და გაფართოებაში, პროდუქცის ექსპორტზე გატანაში და ახალ ბაზრებზე შესვლაში,“ განაცხადა ელჩმა.


EBRD-ის კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის პროგრამის მენეჯერის სევერიან ღვინეფაძის განცხადებით, EBRD-ში ხშირად ადასტურებენ, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის ხერხემალია. ამდენად, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნეს სჭირდება თანმიმდევრული კონსულტაცია და ტექნიკური ცოდნა, რათა განავითაროს და გაზარდოს ბიზნესი.

 „EBRD-ის კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის პროგრამის გუნდი აკავშირებს მცირე და საშალო ბიზნესის სექტორს ადგილობრივ კონსულტანტებთან და საერთაშორისო მრჩეველებთან, რათა განახორციელონ რეალური ცვლილბები - ტრანსფორმაცია მოახდინონ ბიზნესების და სრულად ისარგებლონ იმ ადგილობრივი და საერთაშორისო შესაძლებლობებით, როგორიცაა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა,“ განმარტა ღვინეფაძემ. 


ციფრები საუბრობენ მოცულობაზე: მხოლოდ გასულ წელს, EU4Business-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის - კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის ფარგლებში 100-ზე მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს გაეწია საკონსულტაციო მომსახურება. EBRD-ის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ბიზნეს კომპანიების 84%-მა გაზარდა ბრუნვა, მაშინ როცა 66%-მა შექმნა ახალი სამუშაო ადგილები.


"ჩვენი სერვისების მიმართ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და მოხარულნი ვართრომ არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს ვუცხადებთ მხარდაჭერასარამედსაკონსულტაციო ინდუსტრიის განვითარებასაც ვახდენთ მიზნობრივი ტრენინგ მოდულებისა და სასწავლო კურსების საშუალებით,“ განაცხადა ღვინეფაძემ. 

EU4Business-ი, რომელიც მანამდე SME Flagship ინიციატივის სახელით მოქმედებდა, ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან აქტიურობს ისეთ პარტნიორებთან ერთად როგორებიც არიან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. 


ამ პერიოდში, პროგრამამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია 63 ათას საწარმოს ქვეყანაში და გამოყო 700 მილიონ ევროზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. EU4Business-ის მიერ მხარდაჭერილი ბიზნესების ჩამონათვალი დიდია, დაწყებული თხილის მწარმოებლებიდან ტურისტულ საწარმოებამდე და მეღვინეობიდან სტომატოლოგიურ ქირურგიამდე.


იმისათვის რომ კომპანიის კორპორატიული კულტურა კიდევ უფრო დაიხვეწოს, goodforyouხელს უწყობს კომპანიის თანამშრომლების კეთილდღეობას ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებას და გართობას. EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა ამ კომპანიის მიმართ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია კომპანიას შეისწავლო და ბიზნესის განვითარებისთვის ახალი ნიშა იპოვოს.


Goodforyou-მ 10 ათასი ევროს ღირებულების დაფინანსება მოიპოვა EBRD-ის პროგრამის კონსულტაციები მცირე ბიზნესს, რომელსაც შვედეთი და ევროკავშირი აფინანსებს. თანხა საკონსულტაციო მომსახურებას, ვებგვერდის შექმნას, შინაარსის განვითარებას და ციფრულ მარკეტინგს მოხმარდა.

კომპანიის დამფუძნებლის სურია კუმარის განცხადებით, ყოველდღიური ცხოვრების დაძაბულ რიტმში, პირადი, კარიერული თუ მსოფლიო პრობლემების გადაჭრით მოცულებს, გვიჭირს შევინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების ბალანსი.   


„სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით Goodforyou - პროგრამა, რომელიც მორგებულია პროგრესული კორპორაციული კულტურის მქონე ორგანიზაციაზე, დაეხმაროთ თქვენს თანამშრომლებს შეიძინონ და განამტკიცონ ჯანსაღი ცხოვრების უნარ-ჩვევები,“ განაცხადა კუმარიმ.

სამთვიანი გამოწვევა მიზნად ისახავსწაახალისოს ციფრული ნაბიჯებისმთვლელებით შეიარაღებული თქვენი გუნდებირათა მათდღეში მინიმუმ 10 000 ნაბიჯიგაიარონ და ვირტუალურ სამყაროშიერთმანეთს ევროპის გარშემო მოგზაურობაში შეეჯიბრონ.

 

 გამოწვევა მოიცავს სამოტივაციო და საგანმანათლებლო პროგრამასგუნდების მაღალიჩართულობისა და ჯანსაღი ჩვევების განსამტკიცებლად.

Goodforyou-ს დამფუძნებელი ამჟამად პროდუქტის გაყიდვის სტრატეგიაზე მუშაობს, რომ შესთავზოს პოტენციურ კლიენტებს. „პროდუქტს ვცდით,  რომ განვსაზღვროთ ფასი. სამიზნე აუდიტორია ვფიქრობთ რომ საშუალო რგოლის მენეჯერები იქნებიან,“ განაცხადა კუმარმა. 


EU4Business-ი ასევე უზრუნველყოფს საკრედიტო ხაზსს ადგილობრივი ბანკებისთვის მცირე და საშალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესებს მიიღონ საჭირო ინვესტიცია რომელიც მათ განვუთარებაში დაეხმარება, მაგალითად იყიდონ ახალი დანადგარები, რომელიც მათ შეუმცირებს ხარჯებს და საშუალებას მისცემს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ. 


და ეს არ არის მხოლოდ ფული: მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით, ასევე კრედიტით, მაგალითად შეცვალონ კომპანიის მართვის სტილი ან გაეცნონ ონლაინ მარკეტინგის ახალ პლატფორმებს და ამით კომპანია მიიღებს არა მხოლოდ კონსულტაციას არამედ, გაიყოფს ხარჯებს. სხვა პროექტები მეწარმეებს სთავაზობენ ტრენინგებს, კავშირების დამყარების შესაძლებლობებს, ეხმარებიან მონაწილეობა მიიღონ ვაჭრობის გამოფენებში და ფორუმებში, ეხმარებიან კომპანიებს გაზარდონ ხარისხი, რათა დაუახლოვდნენ ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.  


ზოგიერთი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები მიიჩნევენრომპროცედურულად დონორებისგან მხარდაჭერის მიღება ძალიან რთულია. თუმცა გაბრიელმელივა მოუწოდებს ყველა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მფლობელებს, რომ მონაწილეობა მიიღონ და არ გამოტოვონ ეს შესაძლებლობა, რადგან დაჟინებით აღნიშნავს, რომ პროცედურები არის ძალიან მარტივი. 


განმცხადებელი იწყებს კონკრეტული განაცხადის ფორმის შევსებას (ENG GEO), სადაც შეაქვს ყველა საჭირო ინფორმაცია პროექტის მიზნებზე და შინაარსზე, ასევე დეტალურად აღწერს რა სახის საკონსულტაციო სერვისის მიღება სურს. 


Memogram-ისა და Goodforyou- ის მაგალითები ცხადყოფსრომ ისრაც გუშინ შეუძლებელიიყოდღეს ის უკვე შესაძლებელია და ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისEU4Business- სა და მისი პარტნიორების მეშვეობით.


სტატია მომზადებულია პროექტ ევროკავშირის მეზობლები - აღმოსავლეთის ფარგლებშისტატიაში გამოთქმული შეხედულებები ერთპიროვნულად 

ასალის ავტორის  მოსაზრებებს წარმოადგენს


ავტორი: თამარ ხურცია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 71
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია