საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ შეიძლება ე.წ. ჰიბრიდული ყურძნისგან ღვინის დაყენება
2017/11/22 23:50:23

ღვინით დაინტერესებყული ადამიანები ხშირად კითხულობენ, თუ რატომ არაა რეკომენდებული ე.წ. ჰიბრიდული ყურძნისგან ღვინის დაყენება და რატომ არის ასეთი ტიპის ყურძნისგან დაყენებული ღვინის გაყიდვა აკრძალული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.


პირველ ყოვლისა უნდა ვთქვათ ის, რომ სასარგებლო თვისებები პრაქტიკულად  არ გააჩნია ყურძნის გავრცელებულ ჰიბრიდულ ჯიშებს: იზაბელას, დირბულას, ვაქირულას   და ნოას (თეთრ იზაბელას) და სხვა... ამ ჯიშის ყურძნის დუღილის პროცესში წარმოიქმნება არა მარტო ეთილის სპირტი, არამედ მეთილის სპირტიც (ხის სპირტი) დიდი რაოდენობით, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძლიერ ტოქსიკურია.

 

მეთილის სპირტის მაღალი შემცველობის გამო, იზაბელას ყურძნიდან ღვინის წარმოება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია. მეთილის სპირტი აზიანებს ღვიძლს, თირკმლებს, მხედველობით ნერვს და სხვა ორგანოებს. მეთილის სპირტი წარმოიქმნება დუღილის დროს (ყურძენი საშიში არ არის), რომელიც საჭმლის მონელების დროს გარდაიქმნება კიდევ უფრო ძლიერ შხამად - ფორმალდეჰიდად (ჭიანჭველას ალდეჰიდი).

 

მეთანოლით მოწამლვა წარმოადგენს გაფანტული სკლეროზის იმიტაციას. იზაბელას ნაყოფის წვენს ახასიათებს ძლიერად გამოხატული ანტიბაქტერიული (ფიტონციდური თვისება). ანალოგიურად, შხამად შეიძლება გარდაიქმნას უალკოჰოლო სასმელებში ფართოდ გამოყენებული შაქრის შემცვლელი ასპარტამი, რადგან 30 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებით იგი გარდაიქმნება მეთილის სპირტად და ჭიანჭველას ალდეჰიდად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია