საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
მეტი განადგურებული აზიური ფაროსანა ზამთარში - ნაკლები პრობლემა გაზაფხულზე (R)
2017/11/13 19:46:00

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან გავრცელებულ აზიურ ფაროსანას უკვე ორი წელია საქართველოში ებრძვიან. მთავრობა და სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ, მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის შესამცირებლად ქიმიურ პრეპარატებთან ერთდ აუციელებელია პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.


2015 წლიის შემდეგხეხილის ბაღების, ბოსტნებისა და მასივების  არაერთი წამლობა ჩატარდა, თუმცა აზიურმაფაროსანამ დასავლეთ საქართველოს მიმდინარე წელს მაინც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. განადგურდა თხილის მოსავალი, გაფუჭდა სიმინდი და ბოსტნეული სხვა კულტურები, ასევე ნაწილობრივ დაზიანდა ციტრუსიც.გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებსხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას,ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერიგავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს. თუმცა ამ ეტაპზე ბაღლინჯოსგან მოსავალს უკვე ნაკლები საფრთხე ემუქრება, რადგან ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელმა ბაღებიდან შენობებში გადაინაცვლა.


შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, მანამდე სანამ მწერი კვლავ ბაღებში დაბრუნდება, მის წინააღმდეგ ბრძოლო სწორედ თავშესაფრის ადგილებიდან უნდა დაიწყოს.


მავნებლის განადგურების პროცესში საკუთარ როლს აცნობიერებსსამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაის მოსახლეობა, თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მათ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ შეწამლასა და მწერის მექანიკური გზით განადგურების საშუალებებზე.


მათი თქმით, ახლა მათთვის მთავარ პრობლემას სახლში შესული აზიური ფაროსანა წარმოადგენს, რომელიც ყველგან არის გავრცელებული, მათ შორის ტანსაცმლის კარადებში, საწოლებში, სხვენებსა თუ სხვა სათავსოებში.სოფლისმეურნეობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი განმარტავს რომ, მიმდინარე წელს მათ ადმინისტრაციულ ერთეულში 18 800 ლიტრი ქიმიური პრეპარატი, მისი გამოყენების შესაბამისი ინსტრუქციით დარიგდა. ასვე ბოლო თვენახევრის განმავლობაში მუნიციპალიტეტის 15 თემის 51 სოფელში 70 საინფორმაციოშეხვედრა ჩატარედა. შეხვედრებზე ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფომაცია იმის შესახებ თუ რა ზიანს აყენებს აზიური ფაროსანა სხვადასხვა კულტურას და როგორ უნდა ებრძოლონ მას.


მამუკა კვანტალიანის თქმით, წელს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოსავალი მავნებელმა გაანადგურა, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე მოსახლეობა შედარებით გააქტიურდა.


სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ იმ ეტაპზე, როდესაც მავნებელი გამოსაზამთრებლად ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში, მასთან ბრძოლო მხოლოდ მექანიკური საშუალებებით არის შესაძლებელი, ქიმიური საშუალებებების გამოყენება რეკომენდებული არარის.


მსოფლიოს ექსპერტების რეკომენდაციით არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები, რომლებიც მოსახლეობის მიერ აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულშტატებსა და სხვა ქვეყნებში.

 

ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები:

1.აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაციამზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიცმჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვისმიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს დაანადგურებენ მექანიკურად

 

2. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე დამოკალის“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთისპერიმეტრზე, სადაც მაგრდება 2-3 ერთეულიფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება.


 

3. საპნიანი წყალი. ღმა ჭურჭლით საპნიანი წყლის ჭურჭელს ვდგამთ და ვანათებთ ნათურით. სინათლე იზიდავს ბაღლინჯოს.


4. საქართველოში ყველაზე უფრო აქტიურად გამოყენებადი მექანიკური საშუალება, ეს არის მავნებლის  მტვერსასრუტით ან ცოცხით შეგროვება და დაწვა.

 

 სპეციალისტები გვირჩევენ:

არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა, რაც უფრო მეტ ფაროსანას გაანადგურებს მოსახლეობა ზამთრის პერიოდში სახლში, მით ნაკლები პრობლემა დახვდებათ გაზაფხულზე.

 

 

ირმა ჭარაქაშვილი

 

 

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით.

 

                                                                                                                                ირმა ჭარაქაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია