საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დედაქალაქის ახალ მერს, კახა კალაძეს, დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს
2017/11/13 11:04:17

საქართველოს დედაქალაქის ახალ არჩეული მერი კახა კალაძე დღეს მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

 

კახა კალაძე თბილისის მერიაში ცხრის ნახევარზე მივიდა. მას უკვე ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ,  მერიის შენობაში მცირე ექსკურსი მოუწყო და თან თანამშრომლები გააცნო. 

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავადროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, თუ რამდენია გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. გუნდთან ერთად, მერიის თანამშრომლებთან ერთად შევძლებთ იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დღეს ქალაქშია“, - განაცხადა კალაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 243
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია