საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სიტყვის თავისუფლება თუ სიძულვილის ენა - რა იყო სტუდენტის გარიცხვის მიზეზი?
2017/11/08 10:15:00

“LGBT-არ ვიცი შვაქო ჩემი ფეისბუქით თუ ის მეგობრები გავახარო და დავამხო გამზრდელი თავზე, მგონი შექება ჯობია. მირჩიეთ“-ეს პოსტი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლემ, 19 წლის ანზორ სვიანაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე განათავსა,რასაც მისი სასწავლებლიდან გარიცხვა მოჰყვა.


„სასწავლებლიდან მხოლოდ იმის გამო გამრიცხეს, რომ ჩემი აზრი გამოვთქვი ლგბტ ხალხზე!!ეს გარიცხვა მოხდა საჯაროდ, მაყურებლების თანდასწრებით, ნატალი პატარიძემ ჩემი ყველა სტატუსი დასქრინა და თავის გვერდზე გადაიტანა, სადაც ჩემი გარიცხვის თაობაზე ისაუბრა!! ამის შემდეგ წავიდა კომენტარები და მომახდინეს უმცირესობაში. წერდნენ სასწაულ კომენტარებს "შენს ადგილზე რომ ვიყო, თავს არ ვიცოცხლებდი, "შენ შვილო, ისტორია წაიკითხე და მიხვდები ჭეშმარიტებას“-ო და ა.შ.უამრავი გამლანძღველის გამო, შენდეგ ეს სტატუსი წაშალა და დავრჩი ასე დამცირებული“-ამბობს ანზორ სვიანაძე


ანზორ სვიანაძის საწავლებლიდან გარიცხვას  ცენტრის დირექტორი, ნატალია პატარიძე ოფიციალურად ადასტურებს და მიზეზებზეც საუბრობს:
„ანზორ სვიანაძე ჩვენთან სწავლობდა ერთი წელი. მას შემდეგ, რაც მან გაიარა სხვდასახვა მედიასაშუალებებში სტაჟირება, ტრენინგ კურსები და გადაეცა ჩვენი ცენტრის სერტიფიკატი, ანზორმა გადაწყვიტა კიდევ ერთი წელი  გაეგრძელებინა ჩვენთან სწავლა.


 ჩვენ პროგრამაში ერთ-ერთ მიმართულებად გვაქვს მედიაქარტია და ანტიდისკრიმინაციული კანონის მნიშვნელობა, რადგან ჩვენი მედიასკოლის მთავრი სტანდარტი არის, ჯერ აღიზარდოს მოქალაქე და  შემდეგ კი - ინფორმირებული ჟურნალისტი,რომელიც სწორად შეძლებს ინფორმაციის გავრცელებას.  სრული ფლუსტრაცია იყო იმის აღმოჩენა, რომ ჩვენი მოსწავლე აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს.  ის, რომ ყოფილიყო ერთი თვის სტუდენტი, მსგავს რადიკალურ ზომებს არ მივიღებდით, თუმცა, ანზორ სვიანაძე იმდენად იდენთიფიცირდება ახალგაზრდულ ცენტრთან, რომ მისი ამ საქციელით ჩვენი პრესტიჟი დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ, ამიტომ  პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ - ერთად გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა მასთან   კონტრაქტი.


ანზორი სვიანაძისთვის ჩვენი ორგანიზაციის სახელით პარტნიორ მედიასაშუალებებთან უნდა გაგვეწია რეკომენდაციები,ბუნებრივია ჩვენ ვერ შევთვაზებდით მედიაბაზარს ისეთ ჟურნალისტს, რომელიც საუბრობს სიძულვილის ენით და აკეთებს დისკრიმინაციულ განცხადებებს.“ - ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალია პატარიძე

 

ნატალი პატარიძის თქმით, როგორც კი დაფიქსირდა ანზორისადმი აგრესიული კომენტარები, მაშინვე აიღო პოსტი,რადგან არ მომხდარიყო სიძულვილის ენის ტირაჟირება

 

აღნიშნულ ფაქტის შეფასება ვთხოვეთ უმცირესობის წარმომადგენელს ემზარ კვარაცხელიას.


„გადავხედე ანზორის გვერდს, გავეცანი მის პოსტს, სხვა პოსტებიც ნანახი მაქვს, რომელიც უკვე წაშლილია. ანზორიჩამოუყალიბებელი პერსონაა. ვფიქრობ, მისი მსხვერპლად წარმოჩენა არასწორია. მას კარგად უნდა ქონდეს გააზრებული, რომ თუ უნდა, იყოს ჟურნალისტი და თუ აპირებს ამ მიმართულებით კარიერის აწყობას, უნდა გაითვალისწინოს ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, სიძულვილის ენა არის დანაშაული და არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში.    გასათვალისწინებელია ძალიანმნიშვნელოვანი ფაქტორი, ამადამიანს არაერთხელ ესაუბრნენ და განუმარტეს, თუ რა არის სიძულვილის ენა და რატომ არ შეიძლება ამ ტონალობაში საუბარი, მით უფრო, მომავალი ჟურნალისტისგან. აბსოლუტურად მართალია ადმინისტრაცია, მათი ინტერესია სტუდენტების დასაქმება, რეკომენდაციის გაწევა სხვადასხვა მედიაორგანიზაციებთან, როგორ და რაფორმით უნდა გაეწიათ ამ კონკრეტული სტუდენტისთვის რეკომენდაცია, როცა სიძულვილის ენით საუბრობს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

 

მე მივესალმები ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას, ეს არ არის ვინმეს დისკრიმინაცია, ეს არის კერძო სკოლის პოზიცია და ისინი საკმაოდ მკაფიოდ ამბობენ, რომ გმობენ ყოველგვარ ძალადობას, გმობენ რაიმე ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას და ბევრი მცდელობის შემდეგ თუ ამას სტუდენტი არ გაითვალისწინებს, სკოლიდან იქნება გარიცხული

 

კარგი იქნება, თუ სხვა კერძო სასწავლებლებიც გაითვალისწინებენ“- განაცხადა ემზარ კვარაცხელიამ,  თანასწორობის მოძრაობის ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა.

 

ანზორ სვიანაძე თანამოაზრეებს მიმართავს და ახალგაზრდული ცენტრის წინ აქციებს აანონსებს, თუმცა რა მოთხოვნები ექნება, ამაზე საუბრისგან ჯერ  თავს იკავებს.


ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია