საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები
2017/11/04 21:14:00

საქართველოში ზრდასრულთა განათლების სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემებია და ხშირ შემთხვევაში ურთიერთგადაჯაჭვურ გამოწვევებს ვაწყდებით, მაგალითად, ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ დიპლომის ქონა არაფერს არ ნიშნავს, თუ მას არ ახლავს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ვიანიდან, განათლების სისტემაში არსებული მთელი რიგი ხარვეზებიის შედეგად, სამუშაოს მაძიებელი ზრდასრულები ვერ ახერხებენ, გაუმკლავდნენ შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს. სწორედ  ამ და სხვა მიზეზთა გამო, დამსაქმებელთათვის ისინი ნაკლებ საინტერესონი არიან.

 

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ზრდასრულებს შესთავაზოს სათანადო, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, ასევე - გამოყენებად ცოდნაზე ორიენტირებული პროგრამები, ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ გადამზადებაში, შექმნას ახალი ცოდნა-უნარების შეძენისა და ალტერნატიული პროფესიების ათვისების შესაძლებლობები, ვინაიდან, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ზრდასრულები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს, აუცილებელია მათი თვითრეალიზების ხელშეწყობა და პოტენციალის გამოყენება ქვეყნის გაძლიერებისათვის.

 

იმ ფონზე როცა გადაწყვეტილებების მიმღები პირები სახელმწიფო დონეზე აღნიშნავენ, რომ თითქოს განათლება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია, სამწუხაროდ, განათლებაზე მწირი თანხები იხარჯება და ასევე, ერთ-ერთი ნაკლებანაზღაურებადი სფეროა. ამდენად, ბუნებრივია, სახელმწიფოს პოლიტიკა განათლების სფეროში ძირეულად გადასახედია.

 

ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ზრდასრულებთან არაფორმალური განათლების კუთხით, აღწევენ მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებსა და შედეგებს. საინტერესოა, რომ ასეთი ორგანიზაციების უმეტესობა მუშაობსსწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზეპრინციპით და ფაქტობრივად, ამართლებს ქართულ ანდაზას, რომ სწავლა სიბერემდეა.

 

 სტუდენტების ყოველწლიური რაოდენობრივი მატება, რეპეტიტორების ინსტიტუტი, კერძო მოსამზადებელი ცენტრები, ხანშიშესული მასწავლებლებით დაკომპლექტებული სკოლები, სკოლებში განათლების დაბალი დონე, ეროვნული გამოცდების დაბალი ზღვარი, კერძო და სახელმწიფო სასწავლებლებს შორის არსებული ხარისხობრივი განსხვავებულობა... ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია,რომელიც ყოველდღიურად გვარწმუნებს,რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია  სულაც არ იძლევა ყველაზე დიდ ეკონომიკურ სარგებელს.

 

თუ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი განათლების სისტემა და როგორია ზრდასრულთა რეალობა საქართველოში, ამ თემის გასააზრებლად სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და სტატუსის მქონე პროგრესულად მოაზროვნე რესპონდენტს ვესაუბრეთ. გთავზობთ მათ მოსაზრებებს.

 

   „ჩემი აზრით,ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ყოველწლიურად  სკოლას ამთავრებს  დაახლოებით 40 000 მოსწავლე და აქედან 35 000 -მდე მაინც ხდება სტუდენტი. ძალიან მომწონს ჩვენი განათლების მინისტრის მოსაზრებაუმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი, რომ ის არ იყოს საყოველთაო.“

 სავალალო ის არის,  რომ აბიტურიენტები ირიცხებიან ისეთ პროფესიებზე,რომლებიც ნაკლებდ პერსპექტიულია. მაგალითად, როგორიცაა: საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები,იურიული და ა.შ. სამწუხაროდ, საქაართველოში არ არსებობს ამ პროფესიებით დასაქმების პერსპექტივა. იმიტომ, თუ შენ სწავლობ დიპლომატიას, თუ არ წადი საზღვარგარეთ და არ იცი რამდენიმე ენა, ფართო ასპარეზზე ვერ გამოხვალ.

 კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ აბიტურიენტი მთელი წელი ემზადება რეპეტიტორთან, რათა სტუდენტი გახდეს, რაც სკოლის როლს ასუსტებს.

 სტუდენტის ცხოვრება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საუნივერსოტეტო გარემოთი. სტუდენტი უნდა იყოს აქტიური ,რადგან უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა  შაბლონურია და  ის პრაქტიკით უნდა გაამყაროს, რის საშუალებასაც უნივერსიტეტი უნდა იძლეოდეს.“- განმარტეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის III_ კურსის სტუდენტებმა.

 

მოზარდებს განალებისადმი სურვილი სკოლის ასაკიდან უყალიბდებათ. არის კი სკოლა ის ინსტიტუტი,რომელსაც შეუძლია შესაბამისი ცოდნის მიცემა მოსწავლეებისათვის, იმ ახალგაზრდებისთვის,რომლებიც შემდგომ კონკურენტუნარიანი უნდა გახდნდენ ბაზარზე? განათლების სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ...

 

ბევრ პედაგოგს დღემდე არ შუძლია კომპიუტერთან მუშობა, მაშინ როდესაც ახალი რეფორმის თანხნმად, ყველა პედაგოგოგმა ელრექტრონულ სქემაში უნდა იმუშაოს. საქართველოს ბევრ სკოლში დღემდე აყენებენ მოსწავლეებს სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცყოფას,რაც სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშშიც აისახა.

 

საქართველოში არ ხდება მაღალ დონეზე განათლების მიწოდება . მთავარი პრობლემა სკოლებიდან იწყება ,სადაც ასწავლიან ხანშიშესული პედაგოგები, ბევრი ასაკოვანი მასწავლებელი დღესაც საბჭოური მეთოდებით ასწავლის, რომელმაც არ იცის თანამედროვე მეთოდები. ამიტომ ბავშვები დაწყებითი კლასიდანვე რეპეტიტორებან დადიან. პრობლემის გადასაჭრელად უნდა დაწესდეს მასწავლებლების ასაკობრივი ზღვარი,მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ღირსეული პენსია, სტაჟის მიხედვით და ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საკუთარი პროფესიებით დასაქმდნენ. „-ამბობს ფილოლოგიური ფაკულტეტის II- კურსის სტუდენტი მარიამ ბენდელიანი.

 

როგორც წესი, რეფორმების პროცსი ქაოტური და ხანგრძლივია. ბევრი წარუმატებელი მაგალითის ფონზე გვაქვს წარმატებული რეფორმებიც, როგორიცაა ეთნიკურად დასახლებულ ტერიტორიებზე ქართული ენის სწავლების გაძლიერება და ახალგაზრდა კადრების დასაქმებაა.

 

„  მე, როგორც ახალგაზრდა პედაგოგი, ვთვლი რომ დასაქმების მხრივ ძალიან გამიმართლა. ამით იმის თქმაც მსურს, რომ საქართველოში ზრდასრულთა და  განათლების  უმთავრესი პრობლემა, სწორად მოტივაციის არარსებობაა. ხშირად მაქვს საუბარი ჩემს მოსწავლეებთან ამ თემაზე და თითქმის ყველა მათგანი დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზად ასახელებს მომავლის უპერპექტივობას, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში განათლებული ადამიანებიც ვერ პოულობენ სამუშაო ადგილებს და ეს აზრი არც თუ ისე უსაფუძვლოა....

 

ამის შესახებ იგებენ ტელევზიიდან, სოციალური ქსელებიდან, სადაც უამრავი გაჭირვებული ადამიანის შესახებ გვხვდება ინფორმაცია. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მათი მშობლებიც ასე ფიქრობენ და ამიტომ თავიანთ შვილებს არ უბიძგებენ, არ "აძალებენ" სწავლას.

 

ყველაზე მეტად აღნიშნული რეალობა იგრძნობა სოფლებში, სადაც მშობლების ცნობიერებისა და  განათლების დონის გამო, ვერც ერთი მოსწავლე ვერ სარგებლობს სპეციალური მასწავლებლის ინსტიტუტით. მათი აზრით, ეს სირცხვილია...

 

რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში,  კარტოფილის სეზონთან დაკავშირებით, ოჯახმა აიყვანა . მუშების 12-კაციანი ჯგუფი, ამ ჯგუფის 5-6 წევრი, რომელსაც კარტოფილის ტომრებით უნდა  დაეტვირთა მანქანა და შემდეგ უნდა დაეცალა. ამ მძიმე ფიზიკურ საქმეს ასრულებდნენ  მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები. ეს არის ძალიან მწარე რეალობა, რომელიც გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობით. ამ ფონზე რთულია გაარკვიო, ვინ არის დამნაშავე. ის, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს სწავლა არ აინტერესებს - პედაგოგების ბრალია, განთლების სისტემის, მშობლების თუ მთავრობის? აქ ჩამოთვლილთაგან ყველას მოეპოვება  თავის გასამართლებელი არგუმენტი, მაგრამ მთავარ არგუმენტად მაინც  რჩება  მოსწავლეთა პასუხბი: "რა აზრი აქვს სწავლას, სამუშაოს მაინც ვერ ვიშოვი და სოფელში დავრჩები" და მოზრდილების პასუხი: " ვინც ისწავლა, ისინიც ჩემსავით მუშაობენ"... ასეთია დღევანდელი რეალობა და ამ რეალობის  ამოსავალი წერტილია განათლების სისტემა....“ - ვითხრ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელმა  თამარ დევდარიანმა

 

ზოგად პრობლემებთან ერთად, არსებობს კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური პრობლემებიც. იგივე ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხს რომ ჩავუღრმავდეთ, მიუხედავად სახელმწიფოს მცდელობისა, დღეს არსებული რესურსი და ღონისძიებები არასაკმარისია და მთავრობა ვალდებულია, ამ საკითხზე იზრუნოს.

 

ზრდასრულ ასაკში განათლების მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს ყველა რეგიონში პრობლემაა, განსაკუთრებით - ეთნიკური უმცირესოებით დასახლებულ რაიონებში. მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი პრობლემას ქმნის ენობრივი ბარიერი .

 

 ზოგადად, ახალგაზრდებს რამდენიმე მიზეზით არ უჩნდებათ  განათლების მიღების სურვილი,რადგან სახელმწიფო ვერ სთავაზობს მათ დასაქმების სერვისებსქვეყანაში არის დაბალი ანზღაურება, უკვე განათლებამიღებული სტუდენტები კი ვერ ახერხებენ საკუთარი ცოდნის  სათანადო რეალიზებას; ვერ ხედავენ განვითარების შესაძლებლობას და ზოგადადასევე, სახელმწიფოში არ არის ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებელები,რის გამოც ახალგაზრდების უმრავლესობა ფიქრობს საზღვარგარეთ წასვლაზე და კარიერის უცხოეთში გაკეთებას, რაც აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.“ - ამბობს  ნანიკო სისვაძე GIPA-  ჟურნალისტიკის  მაგისტრი.

 

უახლოესმა გამოცდილებამ დაგვარწუმა,რომ ფრაგმენტული რეფორმებით სასურველ შედეგზე ვერ გავალთ. ამიტომ უნდა მოხდეს განათლების სისტემის მთლიანი რეფორმირება. უნდა გაძლიერდეს სკოლის  და მესამე სექტორის ინსტიტუტი, შეიქმნას მეტი პროფესიული სასწავლებელი და   ზოგდად, შეცვალოსდიპლომიმანიისმენტალიტეტი.

 

 

 „ბოლო  10 წლის განმავლობაში  ბევრი რამ შეიცვალა განათლების სფეროში, მაგრამ მიმაჩნია, რო ეს არ არის საკმარისი. მაგალითად, აბსოლტური შეუთავსებლობაა სასკოლო პროგრამებსა და უმღლესში ჩასბარებელ პროგრამებს  შორის.  სკოლა ვერ აძლევს მოსწავლეს იმ დონის განათლებას, რომ მან ჩაააბაროს უმაღლეს სასწავლებელში, ამიტომ ჩამოყალიბდა რეპეტიტორის ინსტიტუტი. განთლება მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როცა ის არის სისტემაში მოყვანილი.დღეს არ არსებობს სისტემური განათლება, არსებობს ეროვნული გამოცდების  ბარიერის გადალახვაზე ორიენტერებული ფრაგმენტული გნათლება. მიმჩნია, ეროვნული გამოცდების ბარიერი არის ძალიან დაბალი და ზღვარი ასაწევია.

 პირველ კურსზე მოდი სტუდენტები, რომელთა ზოგადი განათლების დონე ძალინ დაბალია. ხშირად უნივერსიტეტს უწევს იმ საქმის კეთება,რაც სკოლ უნდა გაეკეთებინა, შესაბამისად, ხელი ეშლებუმაღლესი განთლების პროგრამის ათივისებას.

არსებობს კიდევ ერთი ტრადიციული პრობლემა: - ყველა უნდადიპლომი. ამ ბოლო დროს სახელმწიფო მხარს უჭერს პროფესიულგანათლების მიღებას და მიმაჩნია, რომ ამ კუთხით მუშაობა აუცილებლად გასააქტიურებელია, რადგან არ არის სავალდებულო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქონა. ჩვენ სხვა დროში ვცხოვრობთ ,სადაც არანაირი სამსახური არაა სათაკილო.

უმაღლესში უნდა წავიდეს მხოლოდ ის, ვისაც აკადემიური ცოდნის მიღება უნდა და ეს რაოდენობა ცოტა უნდა იყოს, ვინაიდან შრომითი ბაზარი ვერ ასაქმებს ამდენ დიპლომიან ადამიანს. რეფორმები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ დაიხვეწოს განათლების სისტემა“ - ამბობს მზია თადუმაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.


ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი გამოწვევები,მუდმივად ინერგება სიახლეები, ამიტომ აუცილებელია, მთელი სიცოცხლის მანძილზე უწყვეტი განათლების მიღება და ცნობიერების ამაღლება  იმ სფეროში,რომელშიც ვმოღვაწეობთ.დღეს საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ზრდასრულთა განათლების ხელშესაწყობად,თუმცა ეს არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ბიუჯეტის სიმწირის გამო.


მიმაჩნია, რომ საჭიროა, სახელმწიფოს პოლიტიკა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ეფუძნებოდეს კვლევებს, რადგან მკაფიოდ გამოიკვეთოს ზრდასრულთა განათლების პრობლემები საქართველოში და ამის შესაბამისად შემუშავდეს პრობლემებთან გამკლავების ხედვა და გეგმა. ცხადია, ამ პროცესში არ უნდა გამოგვრჩეს სხვადასხვა აქტორებიც, მათ შორის, აუცილებელია, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლის გამოკვეთა.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, მცირე ასაკიდანვე შვუწყოთ ხელი ადამიანების განვითარებას და ესპროცესი უნდა წარიმართოს ფორმალური, არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლებაზე სწორი ორიენტირების გაკეთებისგზით. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალგაზრდები მრავალი გამოწვევის წინა იმყოფებიან და აკმაოდ ბევრ პრობლემათაგან, ერთ-ერთი ასეთი საკითხია, თაობათა შორის ურთიერთობისა და ურთიერთდამოკიდებულების პროცესი, რაც, ბუნებრივია, საჭიროებს გარკვეულ ბალანსს, ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია სწორედ არფორამლური განათლების კერებს.”-ამბობს დიმა ქარჩავა, საქართველოს განათლებისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ახალგაზრდული მუშაკი.


ზრდასრულთა განათლების რეალობა  არადამაკაყოფილებელია, ხოლო პრობლემები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის - თანაბრად შესამჩნევი.         

ამრიგად ,აღნიშნული პრობლემების გaდასაჭრელად აუცილებელია სახელმწიფოს , ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება და ერთობლივი ხედვის შემუშავება.

 

ლიკა დევდარიანი;

 

ივლიტა გოგუა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 155
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია