საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფრანგი ბლოგერების კლიპი "არ იმოგზაუროთ საქართველოში!"
2017/10/31 15:09:39

Don’t go to Georgia” ამ სახელწოდებით ფრანგმა ბლოგერებმა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი გადაიღეს.

 

ცნობილი ვიდეობლოგერები ბენჟამინ მარტინმა და ჯონათან ვეიდსმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურეს.

 

დრონით გადაღებულ ვიდეორგოლში საქართველოს სხვადასხვა კუთხე, სამთო და საზღვაო კურორტები, კულტურული ძეგლები, ქართული კულინარია, ღვინო და ხალხია ნაჩვენები.
ვიდეორგოლი ბლოგერებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეო პორტალზე vimeo-ზე განათავსეს (არხი Tolt) პორტალს 45 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ვიდეო რგოლი განთავსდა ბლოგზე https://toltips.com/fr/nallez-pas-en-georgie/ ასევე YouTube-სა და Facebook-ზე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია