საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე: ხარაგაულში ტურისტების შემოდინებას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი (R)
2017/10/11 14:22:32

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ ნუნისის მოსახლეობას შეხვდა და ზვარის თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ტალახაძე წარუდგინა.

მერობის კანდიდატის თქმით, ნუნისს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და მმართველი გუნდი მზადაა, პრიორიტეტი საკურორტო ზონების განვითარებას მიანიჭოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ნუნისი მაღალმთიანი სოფელია, მოსახლეობა არაერთი შეღავათით სარგებლობს. სოფელში ყოველწლიურად ბევრი დამსვენებელი ჩამოდის, რადგანაც აქაურობა უნიკალური ბუნებითა და სამკურნალო წყლით გამოირჩევა. თითქმის ყველა ადგილობრივს საოჯახო სასტუმრო აქვს, რაც მაღალმთიან სოფლებში  გარკვეულ შეღავათებთანაა დაკავშირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერობის კანდიდატის განცხადებით, ნუნისში მომავალ წელს ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, რაც შიდა საუბნო გზების მოწესრიგებასა და ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინებას გულისხმობს.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ხარაგაულში მეტი ტურისტის შემოდინებას. ამისთვის პირველი კომპონენტი გზის კაპიტალური რეაბილიტაციაა. ასევე, აუცილებელია ტურისტებისთვის საინფორმაციო დაფების მოწყობა. ნუნისი ტურისტებისთვის მიმზიდველი სოფელი უნდა გავხადოთ, რაც ერთიანად მოიზიდავს, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ტურისტებს და ხარაგაულს პოპულარიზაციას გაუწევს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ნუნისის წყლებით სარგებელი რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია