საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკო თოფურიძე ჯაფაროულის ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/10/10 21:07:39

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკო თოფურიძე და საღაძილის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში, დავით კიკნაძე ჯაფაროულის ამომრჩეველს შეხვდნენ.

ჯაფაროულელების მთავარი გამოწვევა დაბა ხარაგაულთან შეერთება და მთავარი გზის რეაბილიტაციაა. მოსახლეობა კმაყოფილია, რომ დაპირება შესრულდა და ჯაფაროულში რამდენიმე კვირის წინ ბუნებრივი აირი ჩაირთო.

ნიკო თოფურიძის თქმით, ის აუცილებლად იმუშავებს საკითხზე, რათა ჯაფაროულის დასახლება, რომელიც ასეულობით მეტრითაა დაშორებული დაბის ცენტრიდან, ხარაგაულს შეუერთდეს. „სოფლებში მთავარი გზების მშენებლობის ბუმი რომ არის, ალბათ, ყველა ხედავთ. ჯაფაროულში გზა მომავალ წელს აუცილებლად გაკეთდება. პრიორიტეტები თქვენთან ერთად შეირჩევა და ყველა ერთად ვაქცევთ ხარაგაულს მომავლის ქალაქად. ყველა შეხვედრაზე ვამბობ და აქაც განვმეორდები, რომ ახალგაზრდებისთვის ხარაგაული იქნება მიმზიდველი, - განაცხადა შეხვედრაზე თოფურიძემ.

მერობის კანდიდატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თითოეულმა ხარაგაულელმა უნდა იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა რეგიონის განვითარების საქმეში.ჩვენ უკვე წლებია ვგრძნობთ თქვენ მხარდაჭერას და ახლაც ამ ყველაფერს, რასაც ვგეგმავთ, თქვენი დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებთ“ - განაცხადა ნიკო თოფურიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2275
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია