საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმედგაცრუებული ამომრჩეველი
2017/09/23 01:31:00

ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევეად რჩება.  წარსულის გამოცდილება  გვაჩვენებს,რომ ამომრჩეველი ხმის მიღების პროცესში  გადაწყვეტილებას იღებს  არა კანდიდატის საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე ,არამედ პარტიის მთავარ პოლიტიკური ლიდერის ხელოვნურად შექმნილი იმიჯის მიხედვით, ამიტომ იცვლება მთავრობები , მაგრამ უცვლელი რჩება პრობლემები.

 


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვე გვაშორებს. ჩვენ გამოვკითხეთ ქუთაისის მოსახლეობა თუ რა მოლოდინები აქვთ ხელისუფლების შეცვლის  შემთხვევაში და   რა ძირითადი პრობლემების წინაშე დგას დღეს ქალაქი.


გამოკითხული ადამიანების  უმრავლესობა პესიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს,რომ საერთოდ არ აქვთ არანაირი ცვლილების იმედი. საზოგადოების ნაწილს თვითონ ხელისუფლების შეცვლის იმედიც კი არ აქვს.


"არცერთმა ხელისუფლებამ არ გაამართლა", "ხალხისთვის არავინ მოვა,ყველა საკუთარი კეთილდღეობისთვის  იბრძვის"-მსგავს სტანდარტულ ფრაზებს იმეორებს ყველაიმედგაცრუებული ამორჩეველი.


 საიმედო ცვლილებებზე საუბრისგან თავის არიდება სცადა ბევრმა ადამიანმა,თუმცა როდესაც ვთხოვეთ ქალაქში არსებული პრობლემების დასახელება, ყველა მათგანმა მოისურვა  კომენტარის გაკეთება.


უმუშევრობა, წყლის პრობლემა,დასუფთავება,შიდაქუჩების დაგება , გაძვირებული სამედიცინო მომსახურება, საბანკო კრედიტები, მოუწესრიგებლი სანიაღვრე სისტემა,საბავშვო სკვერების ნაკლებობა, გაძვირებული ტარიფები-ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია,რომელიც ქუთაისში მცხოვრებ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.


რადგან რეალობის ასახვის ყველაზე კარგი ფორმა  მაგალითების დსახელებაა, ვეცდებით ქუთაისში არსბული მძიმე სოციალური ფონის საჩვნებლად   ერთი კონკრეტული შემთხვევა მოგითხროთ,ომელიც გამოკითხვის ჩატარებისას აღმოვაჩინეთ.


ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან,რომელიც მთავრ სატრანზიტო გზატკეცილზე მდებარეობს,შევნიშნე  სხვადასხვა ასაკობრივი ჯუფის მამაკაცები,რომლებიც თავიდან ტაქსისტები მეგონა,მაგრამ ავტომობილები რომ ვერ დავინახე გადავწყვიტე გავსაუბრებოდი და გამეგო  თუ რატომ ატარებდნენ მთელ დღეს გარეთ. ბევრმა მათგანმა არ მოისურვა გასაუბრება. მხოლოდ ერთი შუახნის მამაკაცი შემოვიდა კონტაქტში,რომელმაც ვინაობის გმხელა არ ისურვა: "-არაფრის იმედი არ  გვაქვს. ამდენი ადამიანი  ვზივართ აქ, თაკარა მზეში და პურის ფულს ვეძებთ,( ბევრს ბირჟავიკები ვგონივართ, და ზიზღით გვიყურებნ)საკუთარი ფიზიკური ძალით ვცდილობთ  ცოტა ფული გამოვიმუშაოთ, მშივრები რომ არ ვიყოთ. ამ ბიჭებს ბევრს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული,ამიტომ სცხვენიათ და ვერ ლაპარაკობენ საკუთარ გაჭივრებაზე. კაპიკებში ვეხმრებით სხვას ტვირთის გადატანაში,  საღამოს სახლში პური მაინც რომ მივიტნოთ"

 

როგორც აღმოჩნდა უმუშევარი ადამიანების ეს ჯგუფი ქუჩაში, საკუთარი ფიზიკური ძალის გაყიდვით ცდილობ საარსებო მინიმუმის გამომუშავებას. თვითგადარჩენის მსგავს და უარეს მაგალითებს  ხშირად ვაწყდებით ჩენს სახელმწიფოში, სადაც დღის მთავარ წესრიგში დგას თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩჩევნებში მშიერ მოქალაქეთა ხმათა უმრავლესობით.


ჯერ უცნობია რას გადაწყვეტს უკვე რამდნჯერე მოტყუებული მოსახლეობის უმრავლესობა და რომელ პარტიას ვიხილავთ სახელისუფლებო რიგებში,თუმცა მკფიოდ ვხედავთ იმ პრობლემებს,რომელთა მოგვარებაც ახალ ხელისუფლებას მმართველობის პერიოდში მოუწევს.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია