საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნეიმარი შესაძლოა, PSG-ში ვერ გადავიდეს
2017/08/06 23:10:53

ნეიმარის ტრანსფერი ერთი შეხედვით არ უნდა გართულებულიყო და ამისათვის პარიზულმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა.


გადარიცხა რა ტრანსერისთვის საჭირო თანხა (222 მილიონი ევრო),  ყველაფერი უნდა დასრულებულიყო ნეიმარის PSG-ში გადაბარგებით. მაგრამ ლიგის წარმომადგენლებმა (ესპანეთის ჩემპიონატი) პარიზულ კლუბს მოსთხოვეს, წარედგინა ყველა საბუთი ტრანსფერთან დაკავშირებით, რადგან  მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ პარიზელები ეგრეთწოდებულ "FAIR PLAY" პრინციპებს არღვევენ. 

 

ჯერჯერობით პარიზელებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ნეიმარი და მისი ადვოკატი კი ცდილობენ, შეუთანხმდნენ ესპანურ მხარეს.


ცნობისთვის, თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, ნეიმარი იქნება ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში. (222 მილიონი ევრო) დღესდღეისობით ეს რეკორდი ეკუთვნის პოლ პოგბას, რომელიც მანჩესტერმა 105 მილიონ ევროდ შეიძინა 2016 წელს.

 

მოამზადა ზურაბ დათუაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9414
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია