საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თავისუფალი აზრი
“მაკდონალდსის” გზა ტაძართან მიგვიყვანს?
2017/08/02 17:30:01

 

„ქუთაისში, „მაკდონალდსის“ უკან ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია აშენდება, მშენებლობა 2 კვირაში დაიწყება“, იუწყებიან ახალი ამბების სააგენტოები.

თუ ტაძრის მშენებლობა ასე მალე იყო დაგეგმილი, ეცლიათ, ჯერ ტაძარი აეშენებინათ და შემდეგ „მაკდონალდსი“. მერე უფრო არ გახდებოდა თვალლსაჩინო, რამდენად მოუხდებოდა გარემოს თანამედროვე ტიპის კვების ობიექტი?


ან ყოფილ ქართულ რესტორან „თოლიას“ რით ჯობია ვითომ „მაკდონალდსი“? იმით, რომ უცხოური პროექტია?

არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, არსად რომ არ დგას „მაკდონალდსი“?


ტაძარიმაკდონალდსისუკან  რატომ? ტაძრის უკან რომ აშენებულიყო „მაკდონალდსი“, რა დაშავდებოდა, ვითომ, ვერ მიაგნებდა მშიერი ტურისტი ან  ქუთაისელი „მარიაჟები“?


ქუთაისში მწერალთა სახლიც (ყოფილი პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე) გაიყიდა! მასთან ერთად, წლების წინ შევარდნაძის მიერ ებრაული საზოგადოებისთვის ზარ-ზეიმით გადაცემული ადგილიც, სადაც ერთ დროს სტელა იდგა, წარწერით: „აქ აშენდება ქართულ-ებრაული სახლი“. სამაგიეროდ, ქალაქის ქუჩებში ელექტრონული წიგნები დამონტაჟდებაო, ეს თანამედროვე ნამდვილად არის, მაგრამ პრიორიტეტულიც?


ადრე გზაც არ გვინდოდა, ტაძრამდე თუ არ მიგვიყვანდა და დღეს?

დღეს რა შეიცვალა აზროვნებაში?

მატერიალური თუ სულიერი?

დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი?

მოკლედ, გარდაქმნები („პერესტროიკა“) გრძელდება და კითხვები აშკარად ჭარბობს პასუხებს!


 

ქეთევან ბახუტაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია