საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უპრეცედენტო გამარჯვება ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
2017/07/26 16:34:50

ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო - ანათლების ისტორიაში პირველად, უპრეცედენტო შედეგებით  ქართველი მოსწავლეების ექვსკაციანი გუნდი ბრაზილიიდან, ქალაქ რიო დეჟანეიროში გამული  მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017) დაბრუნდა. მოსწავლეთა ნაკრები გუნდი დაბრუნდა ასევე ფიზიკის 48-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ინდონეზიაში, ქალაქ ჯოკიაკარტაში გაიმართა -  მსოფლიოს 88 ქვეყნიდან წარდგენილ გუნდებს შორის, საქართველოს ნაკრებმა, სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, რაც გასულ წელთან შედარებით ძალიან კარგი შედეგია.


მათემატიკის ოლიმპიადაში, მსოფლიოს 111 ქვეყნიდან, 615 მოსწავლე მონაწილეობდა,  რომელთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მე-12 ადგილი (აქამდე საუკეთესო შედეგი 25- ადგილი იყო) დაიკავა, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრში - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე ალექსანდრე საათაშვილი მე-5 ადგილზე გავიდა, რაც ასევე უპრეცედენტო და საუკეთესო შედეგია ქვეყნისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-9 კლასელი ნიკოლოზ ბირკაძის შედეგი, რომელმაც, უფრო მაღალი კლასისთვის განკუთვნილ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. გაიარა შესარჩევი ტურები, პირველად წარსდგა მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


მედალოსნების სია ასეთია: ოქროს მედალი - ალექსანდრე საათაშვილი (კომაროვი, მე-12 კლასი); ვერცხლის მედლები - საბა ლეფსვერიძე, ნიკოლოზ ბირკაძე (კომაროვი, მე-11 და მე-9 კლასი); ბრინჯაოს მედალი - ირაკლი შალიბაშვილი, დავით თათოშვილი (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი), დავით ხვედელიძე (კომაროვი, მე-10 კლასი).


გუნდს ხელმძღვანელობდნენ - ლიდერი გიორგი ჭელიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, თანალიდერი გივი ნადიბაიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასისტენტ პროფესორი; ასისტენტი უშანგი გოგინავა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი.


ფიზიკის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ - გიორგი გრიგოლია, გელა პატაშური (კომაროვი, მე-12 კლასი) და ზურაბ ჯაში (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი).


გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ლიდერი - გიორგი დალაქიშვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; თანალიდერი - გრიგოლ ფერაძე ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ფუნდამენტური ფიზიკის მაგისტრანტი, ორგზის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ასისტენტი მიხეილ გაბესკირია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების არაერთი პროექტი ხორციელება, მათ შორისაასაერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო უზრუნველყოფს პრესტიჟული საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადებას და შემდეგ მონაწილეობას. წელს სამინისტრო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია