საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოდან სულ რაღაც 5 მეტრში აშენებული ბარიკადები სოფელ ხურჩის მოსახლეობას დიდი პრობლემების წინაშე აყენებს!
2017/07/22 15:51:34

 

თუ როგორია მცოცავი ოკუპაცია საქართველოში და კერძოდ  ე.წ აფხაზეთის საზღვარზე, რამდენად უსაფრთხოა საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ადამიანთა ყოფა, თუ რა პრობლემები აქვს მოსახლეობას და რამდენად დროულია ადგილობრივი მთავრობის რეაგირება, თხილის როგორ მოსავალს ელოდებიან წელს ხურჩელები...როგორ ებრძვიან ბუნებრივ კატაკლიზმებს, თუ ხელისუფლების კაპრიზებს - ამის შესახებ უახლესი ამბები სოფელ ხურჩიდან, რომელიც ტელეფონის საშუალებით ჩავიწერეთ.

 

ხურჩა - აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელია, იქედან სულ რაღაც 5 მეტრში აფხაზეთია! სოფელს აფხაზეთთან მდინარე ენგურის შენაკადი ჰყოფს. თუკი ადრე ქართველების ნაწილი, რომელთაც შესაბამისი საბუთი ჰქონდათ, გადადიოდნენ ამ საზღვარს, 5 მარტის შემდეგ აფხაზეთში გადასვლა შეუძლებელი გახდა.

 

სოფელ ხურჩას ნაბაკევი ესაზღვრება. ე.წ. დეფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველობას აქეთ გადმოსვლა შემოვლითი გზებით უწევთ, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია, -  უნდა გაიარონ თაგილონი, ჭუბურხინჯი, მიზეზად ე.წ. 9 ნომერ ფორმას ასახელებენ, რომელსაც ვადა გაუვიდა!

 

სოფელ ხურჩაში 450- მდე ოჯახია დაფიქსირებული - 120 კომლი, ოჯახები ძირითადად გასულია, მიზეზი - ჩაკეტილობაა, მას შემდეგ რაც აფხაზეთის საზღვარი ჩაიკეტა, სოფელი ფაქტიურად იზოლირებულია, - გვეუბნება დოდო ბუკია, სოფელი ხურჩის მცხოვრები.

 

სოფელ ხურჩაში ქართველი სამხედროები პატრულირებენ, ყოველ ნახევარ საათში. ასე რომ, იქ ცხოვრება უსაფრთხოა, თუმცა მოშლილია ინფრასტრუქტურა, დაიხურა მაღაზიები, კაფეები...

ხურჩის მოსახლეობის ძირითადი შემოსავალია თხილი, მაგრამ წელს ჩინურმა ხოჭომ გააფუჭა, რის გამოც ადგილობრივები ცუდ მოსავალს ელიან!

 

-თხილი ვეღარ იმაგრებს თავის ფუჩეჩს! ერთმა ქარმა დაუბერა და სულ გააფუჭა მოსავალი, სიმინდსაც გაუჩნდა შავი ხოჭო...მივმართეთ ადგილობრივ მთავრობას, მაგრამ დაგვიანებით - მარტის ნაცვლად, ივნისში შეწამლეს - ამბობს დოდო ბუკია.

 

იქეთ საზღვარი არ უშვებს მოსახლეობას, აქეთ აგრესიული მდინარე ენგური უტევს!! ასე გაუსაძლისია ადგილობრივათა ყოფა-ცხოვრება...

ენგურმა 3 კმ. ნაპირი წაიღო - არ არის წყლის შემაკავებელი ჯებირები... ენგურჰესი აკეთებს რემონტს და უშვებს წყალს!

 

დოდო ბუკია ითხოვს ჯებირების აშენებას, რათა ენგურმა სულ არ წაიღოს მიწები... სოფელი ისედაც მცირე მიწიანია!

 

მცოცავი ოკუპაცია ჩანს, რომ მარტო საქართველო-ოსეთის საზღვარზე არ ვრცელდება -  მას შემდეგ, რაც საზღვარი ჩაიკეტა, ქართველები არ შეუშვეს საკუთარ სახნავ-სათესებში (რუსებმა და აფხაზებმა ხურჩისა და შამგონიდან 2 კმ.ში)

 

დოდო ბუკია და სხვა ხურჩელები აფხაზეთში 5 მარტის მერე არ ყოფილან, მას შემდეგ, რაც საზღვარი ჩაკეტეს რუსებმა საქართველოს ტერიტორიაზე! არადა, მათ ხომ იქეთ ჰყავთ ნათესაობა, ახლობლების სასაფლაო...

 

მანანა ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6812
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია