საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სპორტი
ფეხბურთში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონობა ინგლისმა მოიპოვა
2017/07/16 10:14:31

                              

ფეხბურთში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდაფინალური შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ინგლისისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის შედგა. მატჩი ინგლისის 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალიასთან 2:1 მოიგო და ამ ასაკობრვ ჯგუფში ჩემპიონობა პირველად მოიპოვა. შეხვედრა გორში ანშლაგით ჩატარდა და მატჩს 4 100 გულშემატკივარი დაესწრო. 


მართალია, პორტუგალიასა და ინგლისს შორის გამართული მატჩი ინგლისის ნაკრებმა მოიგო, მაგრამ პორტუგალიასაც  არ უნდა დაუკარგოთ კარგი თამაში.  იგი  ტოლსწორად ეთამაშა მეტოქეს. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ორივე გუნდის მონდომება შესამჩნევი იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, 15 ივლისს შეხვედრაში  ძლიერი ინგლისი იყო. ანგარიში ინგლისელთა ცენტრალურმა მცველმა სულიმანმა 50 წუთზე გახსნა. თუმცა ექვსიოდე წუთში  ანგარიში პორტუგალიელებმა გაათანაბრეს   ინგლისელი სტერლინგის წყალობით, რომელმაც ავტოგოლი შეაგდო. ხოლო 68  წუთზე ანგარიში 2-1 ნმეჩამ დააფიქსირა, რომელიც როგორც აღმოჩნდა საბოლოო გოლი იყო ამ შეხვედრაში.  უნდა ავღნიშნოთ რომ პორტუგალიელები არ გატყდნენ და ბოლო ძალებიც მოიკრიბეს,  რომ არა ინგლისელთა კიპერის ოსტატობა, 90 წუთზე ანგარიში აუცილებლად გათანაბრდებოდა.

 

ამრიგად, ინგლისის ნაკრებმა ამ  ტურნირზე ორი ფინალური შეხვედრის წაგების შემდეგ მესამე ფინალში გაიმარჯვა და გაჩემპიონდა, რაც მისი პირველი ჩემპიონობაა.  ასევე პორტუგალია სამჯერ დამარცხდა ამ ტურნირის ფინალში.

 

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჯგუფურ ეტაპზე შვედეთთან მოგებული მატჩით, ქულების რაოდენობითა და ბურთების შეფარდებით რვა მონაწილეს ნაკრებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა. 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც უეფას ვიცე-გენერალური მდივანი კლაუდიო მარკეტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ევროპის ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი მონაწილეობდნენ. 

***

საქართველო ევროპის 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატს 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მასპინძლობდა. საუკეთესოს ტიტულისთვის, მასპინძელი საქართველოს ნაკრების გარდა, ინგლისის,პორტუგალიის,ჩეხეთის,გერმანიის,ჰოლანდიის,ბულგარეთისა და შვედეთის გუნდები მონაწილეობდნენ. 

საქართველოში გამართულ ევროპის 19
-წლამდე ჩემპიონატზე, დასწრების რეკორდი საქართველო -ჩეხეთის მატჩზე დაფიქსირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრას 25 000 გულშემატკივარი დაესწრო. 


ზურაბ დათუაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია