საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გენდერული ამბები
"ფემინიზმის თავგდასავალი"-ფემინისტური კრებულის პრეზენტაცია ქუთაისში
2017/07/07 17:04:06

 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზბით ქუთაისში თანამედროვეობის გამორჩეული ფემინისტი ფილოსოფოსის ნენსი ფრეიზერის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. "ფემინიზმის თავგადასავალი"  1985-დან 2010-წლმდემდე დაწერილ ესეებს აერთიანებს. აღნიშნული წიგნი ავტორის ბოლო კრებულია და მასში ფილოსოფოსის 40-წლიანი მოღვაწეობაა აღწერილი. წრსულის ანალიზთან ერთად ფრეიზერი თანამედროვეობის გამოწვევებსაც აფასებს და ფემინისტური ბრძოლის ახალ პერსპექტივებს სახავს.


კრებულის შინაარსობრივ მხარეზე აუდიტორიას გიორგი ჩუბინიძე ესაუბრა,რომელმაც პუბლიკაცია ქართულ ენაზე თარგმნა.


პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. აუდიტორიის შეკითხვებს და მოსაზრებებს   გიორგი ჩუბინიძესთან ერთად პასუხობდა  სოფიო ჯაფარიძე, "სოლიდარობის ქსელი- მშრომელთა ცენტრის თანადამფუძნებელი". მან აუდიტორიას  ფემინისტური ხედვის ამერიკული გამოცდილება გააცნო და ქართულ გამოწვევებზეც ისაუბრა.


"ჩვენ ხშირად გვისაუბრია გენდერისა და ფემინიზმის არსის  შესახებ, მაგრამ დღეს ხაზი გაესვა სოციალური როლის მნიშვნელობას ფემინიზმის გაძლიერებაში თუ  როგორი უნდა გახდეს საზოგადოება,რატა ფემინიზმი სწორად იქნას გაგებული. ბიოლის  ფონდი კიდევ შემოგთავაზებთ მსგავსი ტიპის შეხვედრებს."-განაცხადა ქეთევან ბერძენიშვილმა,  ბიოლის ფონდის კოორდინატორმა ქუთაისში.

 

ლიკა დევდარიანი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2228
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია