საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრომეთეს მღვიმეში ნავით გასეირნების სერვისი განახლდა
2017/06/01 10:42:51

დღეიდან პრომეთეს მღვიმის ვიზიტორები მღვიმეში ნავით გასეირნებას შეძლებენ. ახალი ნავები თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. განახლებული სერვისით პირველმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა ისარგებლა.

 

ნავით გასეირნების სერვისი პრომეთეს მღვიმეში  2012 წელს დაინერგა და დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სანაოსნო მონაკვეთი მდ. ყუმის სათავეს წარმოადგენს და მარშრუტის სიგრძე 380 მეტრია. ნავებით გასეირნების სერვისით სარგებლობა იმერეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შემდგომ შეფერხდა, რადროსაც წყალდიდობის შედეგად არსებული ნავების სადგომი დაიტბორა და ნავები მწყობრიდან გამოვიდა. ამ ეტაპზე ვიზიტორებს პრომეთეს მღვიმეში  4 ახალი ნავი მოემსახურებათ, თითოეულს ერთდროულად 12 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია