საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სააღდგომო დღეებში ქუთაისში, სასაფლაოების მიმართულებით, ტრანსპორტი უფასო იქნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/14 17:03:12

16-17 აპრილს ქუთაისში, სასაფლაოების მიმართულებით, 9:00 საათიდან 13:00 საათამდე საქალაქო ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს. სააღდგომოდ ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულელები ასეთია:


მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან ავტობუსები და მიკროავტობუსები ქალაქის ცენტრალური მოედნიდან (ე.წ სვეტებიდან) სასაფლაოების მიმართულებით.



ასევე, უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს ოღასყურას სასაფლაოდან ქვიტირის სასაფლაოს მიმართულებით და საფიჩხიიდან გორა საქუსლიას სასაფლაოს მიმართულებით.



მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ 16-17 აპრილს ქალაქში დანიშნული უფასო ტრანსპორტის პარალელურად, საქაალაქო ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია