საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ეს მიწა უფლისაა“ - აფხაზეთში დაღუპული მამა ანდრიას უკანასკნელი სიტყვები ბაღდათში გაიხსენეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/05 11:45:51

„ვისია ეს მიწა, ქართველების თუ აფხაზების?  - ეს მიწა უფლისაა“- მამა ანდრია

„ნათელი ბნელშიც ანათებს და ჯოჯოხეთმაც ვერ მოიცვა იგი“.


ბაღდათის მუზეუმში მამა ანდრიას 51-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ:  ადგილობრივი მოსახლეობა, მამა ანდრიას ოჯახის წევრები, აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული სტუმრები და თბილისიდან სპეციალურად ამ საღამოსთვის მოწვეული მწერლები. საღამოს ორგანიზატორი იყო ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალბატონი ნინო ჩეხოშვილი.


ღონისძიებაზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი „ხიდი“, რომელშიც ასახულია 1999წლის ივლის-აგვისტოში სოფელ კომანში განვითარებული მოვლენები. მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადეცათ შორენა ლებანიძის წიგნი, „მანანა ანუა ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“, რომელიც მამა ანდრიას მოწამეობრივი აღსასრულის უშუალო თვითმხილველის, მანანა ანუას მონათხრობს ეფუძნება და მასში აღწერილია  მამა ანდრიას და  იური ანუას საქაქმიანობის დეტალები, სოფელ კომანში, ეკლესიაში გამოკეტილი ტყვეების ისტორია  და 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მძაფრი, სულისშემძვრელი სიუჟეტები.


აღნიშნული საღამო გამორჩეული იყო იმით, რომ მას თვითონ ქალბატონი მანანა ანუა (მამა ანდრიას მეგობრის, იური ანუას შვილი) ესწრებოდა, რომელმაც აუდიტორიას თავისი ტყვეობის რამდენიმე სევდიანი ეპიზოდი მოუთხრო. მანამდე კი მამა ანდრიას მშობლიურ სახლს ესტუმრა და მისი ოჯახის წევრები გაიცნო.


მამა ანდრიას იუბილეზე ისაუბრეს მის ღვაწლზე, მოწამეობრივ აღსასრულზე, დამსახურებებზე და გმირობაზე.


მამა ანდრიას ისტორია ბევრი ქართველი მწერლისთვის გახდა შთაგონების წყარო, ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ მათგანს, მწერალ შორენა ლებანიძეს:„მამა ანდრია თავისი ნებით ჩავიდა კომანში, საომარი ცეცხლით მოცულ სოფელში, რათა იქ იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში  შეწყვეტილი ღვთისმსახურება აღედგინა. მან იცოდა, რა საფრთხეც ელოდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ვიცით, როგორც აღესრულა. ეს იყო სრულიად გააზრებული არჩევანი. ამაზე მოწმობს მისი ბოლო სიტყვები - „ეს მიწა უფლისაა“.


მამა ანდრია არის მისაბაძი მაგალითი მომავალი თაობებისთვს და მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ მამა ანდრიას და იური ანუას ღვაწლის შესახებ, რათა ჩამოუყალიბდეთ სწორი ორიენტირი.“


მამა ადრიას სიცოცხლის უკანასკნელი დღეებზე და მის აღსასრულზე ისაუბრა მანანა  ანუამ, რომლისთვისაც განსაკუთრებით მძიმე  იყო ამ ტრაგიკული მოვლენების გახსენება.


„პირველ რიგში, მინდა მთელ საქართველოს მივულოცო  უდიდესი ბერის, მოწამის, მამა ანდრიას დაბადების დღე.


ყველაზე მძიმე ჟამს მამა ანდრია იქცა ქართული ეკლესიის სიმბოლოდ. დღეს ბაღდათში, მამა ანდრიას ღვიძლ სამშბლოში ვესწრები ამ შესანისნავ ღონისძიებას. სავსე ვარ დიდი ემოციით და მადლიერებით.


ყველა გამომსვლელის სიტყვებში იმდენი სევდა და ტკივილი იგრძნობოდა, ეს იყო სევდანარევი სიხარული.


მამა ნდრია და იური ანუა, რომლებიც აფხაზეთში ეწამენ, იქცნენ იმ კელაპტრად, რომლებიც უნათებენ ქართველებს და აფხაზებს ტაძრისკენ და ერთმანეთისკენ მიმავალ გზებს. ჩვენ გარდაუვლად დავბრუნდებით აფხაზეთში“ - გაანაცხადა მანანა ანუამ.


მოწვეული სტუმრებიდან  საღამოზე იმყოფებოდა  წარმოშობით აფხაზი მწერალი, პროზაიკოსი ირაკლი შამათავა, რომელმაც 5 წლის ასაკში იძულებით დატოვა აფხაზეთი.  


„დღევანდელი დღე ეს არის ავტორისა და პერსონაჟის შეხვედრის ადგილი იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც მამა ანდრია დაიბადა და გაიზარდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ დღის მონაწილე გავდხი.


 რაც შეხება წიგნს, მასში ომის ტრაგიკული ისტორია შეფუთულია არაჩვეულებრივი ლიტერატურული ხერხებით და  უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენაში. ამიტომ ის თარგმანი,რომელიც წარმოდგენილია აფხაზურ ენაზე, აუცილებლად უნდა ჩავიდეს ენგურს გაღამა,რათა მთელმა აფხაზეთმა გაიგოს შორენა ლებანიძის ამ შესანიშნავი წიგნის შესახებ“.- განაცხდა ირაკლი შამათავამ.


მამა ანდრიასადმი მიძღვნილ საღამოზე გაჟღერდა ინფორმავია იმის შესახებაც,რომ ბაღდათში მამა ანდრიას მშობლიურ ქუჩას მიენიჭოს მისი სახელი. ასევე უნდა გაიხსნას მამა ანდრიას სახელობის სკოლა და სკვერი.


მამა ანდრიას დამ მწერალმა ცირა ყურაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას სამახსოვროდ მისი ერთ-ერთი წიგნი “ხიზნები კომანის მონასტერთან" უსახსოვრა.


 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია