საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის ამბები
პარლამენტი,,ევროპული საქართველოს’’ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხილვას იწყებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/03 12:49:44

,,ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა.

პროგრამის 7 პუნქტი გულისხმობს, რომ:


1.      ბენზინზე, დიზელსა დაგაზზე აქციზი განახევრდეს

2.      დღიურად 550ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს; ასეთმა ბიზნესმა არგადაიხადოს დღგ

3.      უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს

4.      საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე

5.      განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე

6.      იმპორტის გადასახადი გაუქმდეს

7.      საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს

 

,,ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება შეღავათს მისცემს ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირესაამქროს, საცხობს, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილსაწარმოს, აგრეთვე, გარე მოვაჭრეებს და, ჯამში, შედეგად მოგცემს:

· ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას

· სამუშაო ადგილების შექმნას, კეთილდღეობის ზრდას

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1283
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია