საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ცნობილი მხატვრის, გურამ გაგოშიძის სახელობის გალერეა გაიხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/15 23:23:00

ქუთაისში 60-ანელთა თაობის წარმომადგენელი ცნობილი მხატვრის, გურამ გაგოშიძის(ჭობის) ნამუშევრებმა ახალ სივრცეში დაიდეს ბინა. აღნიშნული ნამუშევრები წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში იყო განთავსებული.

 

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხატვრის ოჯახს უსასყიდლოდ გადასცა ფართი, კერძოდ, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა.

 

გურამ გაგოშიძის სახელობის გალერიის ოფიციალური გახსნა გაიმართა მხატვრის დაბადების დღეს, 15 მარტს, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, ქალაქის მერი შოთა მურღულია, მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე-გუბერნატორები სოსო ხახალეიშვილი და პაატა ნადირაძე დაესწრნენ.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გურამ გაგოშიძის ოჯახს დღევანდელი დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს, უდიდესი მხატვრის ნამუშევრები დღემდე რომ ასეთი ფორმით შემოინახეს. "ასეთი ნამუშევრები განთავსებული უნდა ყოფილიყო თავისი პატივის შესაბამისად. მინდა, გურამ გაგოშიძის ოჯახს მადლობა გადავუხადო. მათმა ძალისხმევამ და მონდომებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ეს იქნება გაფერადებული ადგილი, სადაც ახალგაზრდები სულიერ საზრდოს მიიღებენ"- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია