საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ღია თვითმმართველობა 3“ -ის ფარგლებში ქუთაისის მერი ახალგაზრდებს შეხვდა
2017/03/17 19:14:59

პროგრამა  „ღია თვითმმართველობა 3“ -ის ფარგლებში  მერიის სხდომათა დარბაზში ქალაქის მერი  ახალგაზრდებს შეხვდა.

 

აღნიშნულ პროგრამას სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ ახორციელებს და მისი მიზანია ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, თვითმმართველობის პრინციპების და მუშაობის გაცნობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, ქალაქის განვითარება და ახალგაზრდული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება.


პროგრამა 6 თვიანია და კვირაში 2 -ჯერ, მოხალისეობრივ დონეზე ხორციელდება.


პროგრამის მნიშვნელობაზე გვესაუბრა კლუბ „თაობათა დიალოგის“ გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე: „ეს არის სიმულაციური პროგრამა, სადაც მერის და საკრებულოს სიმულაციაც ხდება. პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები მუშაობემ ქუთაისის განვითარების სტრატეგიულ  გეგმებზე და ხედვებზე. სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით გვაქვს შეხვედრა ქალაქის მერთან  და ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქუთაიში და რა სამოქმედო გეგმაა სჭირო. მსგავსი სიმულაციური პროექტბი ახალგაზრდებს ასწავლის, იყვნენ აქტიური მოქალაქეები და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია