საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განათლება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერისთვის მოსამართლეებსა და პროკურორებს სემინარი უტარდებათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/16 13:09:18

იმერეთის რეგიონში არასრულწლოვანთა თემაზე მომუშავე პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის, სოციალური მუშაკებისა და მედიატორებისთვის სამდღიანი ტრენინგი/სამუშაო შეხვედრები  მიმდინარეობს.

 

 პროექტს, რომლის სახელწოდებაა - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა განრიდების პროგრამების გაძლიერების გზით“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ახორციელებს, გაეროს ბავშვთა ფონდისა  (UNIჩEF) და ევროკავშირის დაფინანსებითა და ურთიერთანამშრომლობით.

 

პროექტის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით.

 

სამდღიან შეხვედრებში 15 პროკურორი, 10 სოციალური მუშაკი, მედიატორი და 6 მოსამართლე მონაწილეობენ. სამუშაო შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“, მთავარი პროკურატურისა  და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უძღვებიან. შეხვედრას ასევე ესწრებიან სხვა პრაქტიკოსი სპეციალისტები და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია