საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კახა კუკავამ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/15 14:42:18

 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“  ლიდერმა  კახა კუკავამ  ქუთაისში, დემოკრატოული ჩართულობის ცენტრში, მედიასთან და პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრა  გამართა, სდაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისა და ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე რეზონანსულ თემებზე ისაუბრა.


აღნიშნული შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია „თავისუფალი საქართველოსა“ და  „ვეტერანთა პარტიის“ გაერთიანების შესახებ.

                                                                                                                                                                                            თავისუფალმა საქართველომ ყველა პარტიას მოუწოდა გაერთიანებისკენ, რათა მთელი ხმების კონცენტრაცია  კვლავ ორი პარტიის გარშემმო  არ მოხდეს.                                                                                                                                                                            

„ჩვენი პოზიციაა,  თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა ვაწარმოოთ ერთობლივად, რადგან აშკარაა, რომ ნააციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება მოქმედებენ შეთანხმებულად, ხდება ამომრჩევლის პოლარიზაცია. ყველას მოვუწოდებ, ყველა რეგიონში ერთობლივად, გაერთიანებულად, დავასახელოთ კანდიდატები, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ 2 პარტიის ხელში აღმოჩნდება მთელი ხმები.“-განაცხადა კახა კუკავამ.


კახა კუკავამ ასევე ისაუბრა ბათუმში მიმდინარე მოვლენების  შესახებ და ამ ყველაფერს სპექტაკლი უწოდა, რადგან ასეთი ქმედებების გამო შეუძლებელია დამნაშავეების მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯა.

                                                                                                                                                                                            ლიკა დევდარიანი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია