საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კინოსიახლეები
"განწირული გვირგვინის" ქუთაისური პრემიერა მაისში გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/14 17:15:48

კინოსტუდიამცისკარამედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის მიზანი იყო  ქართული ფილმისგანწირული გვირგვინითრეილერის (ანონსის) ჩვენება; შეხვედრაზე დაანონსდა ასევე ფილმის პრემიერის თარიღი და ადგილმდებარეობა.


ჟანრი სათავგადასვლოა და უძველესი საგანძურის "კოლხური დიადემის" ბედზე მოგვითხრობს. ფილმზე მუშაობა ქუთაისში მიმდინარეობდა.

განწირული გვირგვინისსცენარის ავტორი და რეჟისორი ცისკარა ფაჩულიაა, (მაყურებელი მას იცნობს დოკუმენტური ფილმით რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე "მუსიკა ქარში").


„ ფილმის პრემიერა იგეგმება 30 მაისს კინოთეატრ საქართველოში. ფილმი ეხება ქართული განძის საგანძურს.  ეს კონკრეტული ისტორია გამოგონილია, თუმცა არაერთი ქართული საგანძურის ნიმუში  დაკარგულა  და ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მოტივზე აგვეგო სიუჟეტი. განმეორდება თუ არა ოქროს საწმისის ისტორია, ამას ფილმში ნახავთ.  გადაღებები დაახლოებით წელიწად ნახევარი ქუთაისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე  მიმდინარეობდა.ფილმი თვითდაფინანსებით გადვიღეთ, ჩვენი ინტელექტის ხარჯზე და დაჯდა 50 000 ლარი.“ -განაცხადა რეჟისორმსა ცისკარა ფაჩულიამ.


ფილმის მოკლე  ანოტაცია: სანდრო მუზეუმის ჩვეულებრივი თანამშრომელია. მისი ცხოვრება არაფრითაა განსაკუთრებული. განვითარებულმა მოვლენებმა ის განძის გადამყიდველების სახიფათო ბანდასთან დააპირისპირა. კრიმინალური წარსულის მქონე "შავიმრავალი წელია, ქართული ისტორიული და ფასდაუდებელი საგანძურით ვაჭრობს. სანდრო შემთხვევით გაიგებსშავისჩანაფიქრს. ის გადაწყვეტს, ქართული საგანძური გადაარჩინოს.


ფილმში მონაწილეობენ: თემურ ხითარიშვილი, გოჩა ტყეშელიაძე, ლანა ცინცაძე, მიშა თათელიშვილი, თემურ ისაკაძე, ნიკა ოკრიბაშვილი, გიგა გუბელაძე, მიშა ჭელიშვილი, ოთარ ლარცულიანი, ვაჟა ჩიკვაიძე, გიორგი ცხელიშვილი.

ფილმში გამოყენებული მუსიკის ავტორია: გოჩა ჩოგოვაძე

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია