საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საყოველთაო დაზღვევის სიახლეები
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები პირველი მარტიდან ამოქმედდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/21 12:54:39

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს  განაცხადებით, პირველი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება, კერძოდ, სელექტიური კონტრაქტირება პირველ რიგში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებას შეეხება.

 

„ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმების, რომლის შესახებაც განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ. კერძოდ, ეს არის სელექტიური კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებების, რომლის ამოცანაც არის უფრო მაღალი ხარისხის დანერგვა. პირველ ეტაპზე ეს შეეხო ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას. შემოვიდა დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში დიდ ქალაქებში სამედიცინო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩაერთონ.

 

ეს კრიტერიუმი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, დაწყებული ინფექციებზე კონტროლის ხარისხით, ახალშობილთა და ორსულთა მოვლით და ასევე, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და აღჭურვილობით კრიტერიუმებს. ამ ინიციატივას წინ უძღვოდა 2-წლიანი მუშაობა, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით შეფასდა სამედიცინო დაწესებულებები დედათა და ბავშვთა მიმართულებით. განისაზღვრა ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში შევა ძალაში. ჩვენ ვფიქრობთ, უკვე 1-ელი მარტიდან ეს ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება. მიზანია, შეჯამებულად უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ხარჯეფექტური მოვლა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1906
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია