საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
2017/02/12 15:04:11

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

 

ქალაქ ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ, მონადირეთა 4 კაციანი ჯგუფი - ზურაბ ლექვინაძე, ნოე ჯიმშელეიშვილი, მამუკა საღარეიშვილი და ზაზა ჭეიშვილი, მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდნენ და ე.წ. მანოკის გამოყენებით ნადირობდნენ.

 

სამართალდამრღვევებს, მოტორიან ნავთან ერთად, 4 ერთეული თოფი, 10 მოკლული იხვი, 14 ერთეული ფიტული ჩამოერთვათ.

 

შედგა შესაბამისი აქტი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის ორგანოებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1216
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია