საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანები უარყოფითი რეზუს-ფაქტორით განსაკუთრებულები არიან
2017/02/10 20:27:16

პარანორმალური მოვლენების ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა ბრედ სტაიგერმა საინტერესო რამ შენიშნა: ადამიანები, რომლებსაც სისხლის უარყოფითი რეზუს-ფაქტორი აქვთ, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავდებიან და ივარაუდა, რომ ეს ადამიანები ან ჰომო საპიენსის განსაკუთრებული გენეტიკური ხაზის გამგრძელებლები არიან, ან უცხო პლანეტელების შთამომავლები.

 

საქმე ის არის, რომ გენეტიკის კანონების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ  იმ თვისებების მიჩნევა მემკვიდრეობითად, რომლებიც  ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს, თუკი, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის მუტაციაზე. ეს კი ნიშნავს, რომ, თუკი ადამიანი  და მაიმუნი წარმოიშვნენ ერთი და იმავე წინაპრისგან, მაშინ მათი სისხლი უნდა იყოს შეთავსებადი. ოღონდ ყველა პრიმატს რეზუს-ფაქტორი დადებითი აქვს, აბსოლუტურად ყველას!

 

მაშინ საიდან არის, რომ ზოგიერთ ადამიანს უარყოფითი რეზუს-ფაქტორი აქვს? გამოდის, რომ ასეთი ადამიანები რომელიღაც სხვა წინაპრის შთამომავლები არიან. შესაძლოა, უცხო პლანეტელების?

 

რეზუს ფაქტორი არის ცილა, რომელიც სისხლის წითელი სხეულაკების, ერითროციტების, ზედაპირზეა მოთავსებული. ეს ანტიგენი 1939 წელს Mაცაცყს ღჰესუს სახეობის მაიმუნის სისხლში აღმოაჩინეს (ამიტომაც უწოდეს რეზუს ფაქტორი). ამ ცილას ადამიანის ერითროციტებიც შეიცავს, ოღონდ არა ყველასი _ დაახლოებით 15%- ეს ანტიგენი არ გააჩნია.

 

უარყოფითი რეზუს-ფაქტორი ყველაზე მეტად (30%) ბასკებში (რომელთა წარმომავლობა, სხვათა შორის, დღემდე გამოცანაა) შეინიშნება, ასევე _ აღმოსავლური წარმოშობის ისრაელელ ებრაელებში, სამარიტელებსა და ეთიოპიელ შავ ებრაელებში. მაშინ, როცა სხვა ხალხებში მსგავსი ადამიანების რაოდენობა ძლივს აღწევს 1%-.

 

მედიუმთა, წინასწარმეტყველთა უმრავლესობას და ასევე უჩვეულო ფსიქიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უარყოფითი რეზუს-ფაქტორი აქვთ.

 

დედამიწაზე უარყოფითრეზუსიანი პირველი ადამიანები 35 ათასი წლის წინათ გაჩნდნენ. როგორ? არავინ იცის. მაგრამ ყველაზე პოპულარული თეორია ამ ადამიანების დნმ-ის არამიწიერ წარმოშობაზე ღაღადებს.

 

აი ზოგიერთი საერთო მახასიათებელი უარყოფითი რეზუს-ფაქტორიანი ადამიანებისა:

 

მათ აქვთ უფრო მაღალი IQ, ვიდრედადებითადამიანებს;

 

ჩვეულებრივ, მათი სხეულის ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე დანარჩენის;

 

ფსიქიკურად და ემოციურად ეს ადამიანები უფრო გაწონასწორებულნი არიან;

 

მათ  უმრავლესობას ჟღალი თმა აქვს;

 

ისინი ძალიან მგრძნობიარე არიან სითბოს მიმართ და არ უყვართ სიცივე;

 

ხშირ შემთხვევაში მათ ცისფერი, მწვანე ან ღია თაფლისფერი თვალები აქვთ;

 

ცნობილია, რომ უარყოფითრეზუსიანი ადამიანების კლონირება არ შეიძლება;

 

ამ ადამიანების კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი ორსულობას უკავშირდება: თუკი მომავალ დედას რეზუსი უარყოფითი აქვს, მამას კი დადებითი, შესაძლოა, ორსულსა და ნაყოფს შორის რეზუს-კონფლიქტი წარმოიშვას: თუ ბავშვს მამის დადებითი რეზუსი დაჰყვა, მის სისხლს დედის სისხლთან შეთავსება გაუჭირდება.

 

ნაყოფის რეზუს-ფაქტორი პლაცენტის მეშვეობით დედის სისხლში გადადის. ქალის ორგანიზმი ნაყოფს უცხო სხეულად აღიქვამს და იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას, რომელთაც დედის უცხო ცილისგან დაცვა ევალებათ.

 

აი რატომ არის, რომ ასეთ ქალებს ექიმები ორსულობის პერიოდში სპეციალური წამლების მიღებას სთავაზობენ, რომელიც იმუნიტეტს აქვეითებს.

 

საინტერესოა, მათი სხეული საკუთარ შვილებს რატომ ებრძვის? ანუ რატომ იღებს ის მათ, როგორც უცხოს? ამაზე პასუხი არ არსებობს, მაგრამ არსებობს მოსაზრება ამ ადამიანებისუცხოპლანეტიდანწარმომავლობის შესახებ.

 

სხვათა შორის, არქეოლოგებმა  აღმოაჩინეს უამრავი უძველესი ტექსტი და ხელოვნების ნიმუში, რომლებიც აღწერენ უცნაურ არსებებს, რომლებიც სტუმრობდნენ ჩვენს პლანეტას. ასე რომ, თავად განსაჯეთ...

 

 

შესაძლებელია, რომ ეს თეორია სწორი აღმოჩნდეს?

 

http://www.geworld.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია