საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შველზე უკანონო ნადირობისთვის ბრაკონიერები 5000 ლარით დაჯარიმდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/07 18:18:41

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ.  მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.


ამჯერად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. ბრაკონიერები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.


შედგა შესაბამისი ოქმი.  გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის,  შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2756
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია