საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქაიხოსრო იმერეტინსკის „ბლოგი“
კაკოიამ, „პრავას“ ვყიდულობ 500 ლარადო!..
2016/02/02 12:04:23

დედა, რა გევიგე, რო იცოდეთ, კაი ხანია, ამფერი რამე არ სმენია ჩემ ბებერ ყურებს.

 

აგერ, მეზობლის ბიჭი როა, კაკოია, იგი ყობოდა გუშღამ, ტყიდან ბაბუამისის ზურგით ჩამოტანილი შეშით გაღუღუნებული ფეჩის წინ. გადავდივარ მაგენისას ხანდისხან, რა ვაკეთო, აპა, უშველებელა ღამეებში ამ დაჩაჩანაკებულმა ბებერმა, ე რაცხა ტელევიზორივით „იაშიკი“ როა და მთელი ბოვშები მაგაში ძრომიალიზა ირევიენ, მე არ ვიცი და... ტელევიზორი კიდო, დეისაკუთრა ჩემმა რძალმა, თუ სადმე თურქული და ინდური სერიალებია, არ გამორჩება მის თვალებს, 10 ქვაბი დაწვა უკვე და შიმშილითაც დაგვხოცავს აწი მთელ ოჯახს...


ხო, რაცხას გიყობოდით, ქე დამავიწყდა.


რა და, ასე თქვა კაკოიამ, რა ვქნა, პრავის აღება მინდა, ვერ ვისწავლე ი ბილეთები, რამდენჯერ გევედი, სულ ჩევიჭერიო. ახლა აგერ ჩვენი ომარას ბიძაშვილი შემპირდა, 500 ლარათ მოგიგვარებ მაგ საქმესო. თურმე ყოფილარიენ იმ გამოცთების ცენტრში ვინცხები, მიცემ 500 ლარს, მოგცემს ჩუმათ 30 საკითხს, ისწავლი მარტო იმ 30-ს და გამოცთაზეც ჩუმათ „ჩაგახუტებს“ იმ საკითხებს. ჩაბარებაც  გარანტირებული გაქ და წვალებასაც აცთები... აბარებს თურმე ასე ხალხი და რაღა თავი ვიჭეჭყო, გამომიგზავნის დედაჩემი საბერძნეთიდან ფულს და ევიღებ პრავასო...

 

ა, ამნაირი „ჩალიჩი“ თუ კიდო დეიწყებოდა ჩვენ ქუთეისში, აღარ მეგონა, გამახსენდა ის ძველი დრო, თქვენც უნდა გახსოვდეთ, ქერო ფულის გარეშე პრავას ვერ ეიღებდი, დაბრუნდა ვითომ ის კორუფცია(რავარი პოლიტკორექტცლი ლაპარაკი ვისწავლე ამ ბოლო დროს, ხო ხედავთ)? კი არ მინდა, ისე, რო დევიჯერო...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია