საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"იმედის" მფლობელებმა ივანიშვილს "კოჭი გაუგორეს" - ასე ფიქრობს ინგა გრიგოლია
2015/08/31 01:33:48

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედზე“ ორი გადაცემის - „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ დახურვას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ პოლიტიკური ჩარევის შედეგად მიიღო.

ამის შესახებ გრიგოლიამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

 

„ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ორი მაღალრეიტინგული გადაცემის ერთ დღეს დახურვაში არ იყო პოლიტიკური ჩარევა და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთვის უკვე წერტილი დაესვა ამ თემას. მე მაქვს უფლება მქონდეს ჩემი რეაქცია და ჩემი რეაქცია არის ასეთი: რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ტელეკომპანია „იმედმა“, - აღნიშნა გრიგოლიამ. 

 

„არ არის გამორიცხული,  რომ ეს გადაწყვეტილება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა იყო.იმიტომ რომ ფაქტია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ფაქტია ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში იღებს ერთი კაცი, რომელსაც აქვს თავისი სწორება, როგორი უნდა იყოს მედია. ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, რომ გაგვაკონტროლოს, ცუდი ისაა, თუკი ტელევიზიის მფლობელები ხელისუფლებას გაუგორებენ კოჭს. ჩემს შემთხვევაში ეს ასე მოხდა“, - ამბობს ინგა გრიგოლია.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ იხურება, გუშინ გავრცელდა. მოგვიანებით ტელეკომპანია „იმედმა“ განმარტა, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს დროებით აჩერებს.

 

„ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშავოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან“, - აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.

ინგა გრიგოლია კი ფეისბუქგვერდზე ასე ეხმაურება მისი გადაცემების დახურვას: "მორჩა კინო, წადით სახლში"!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21262
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია