საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ირაკლი კობახიძემ PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის შედეგები შეაჯამა
ავტორი:
2018/მაისი/16 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kobaxidze1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493477-irakli-kobakhidzem-pabsec-is-25-e-tslisthavisadmi-midzghvnili-parlamentebis-thavmjdomareebis-samitis-shedegebi-sheajama.html", "headline": "ირაკლი კობახიძემ PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის შედეგე...", "datePublished": "2018-05-16 13:30:18", "dateModified": "2018-05-16 13:30:18", "description": "„ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს რეგიონის ქვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kobaxidze1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს რეგიონის ქვეყნებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სტამბულში განუცხადა, სადაც PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, პლენარული სხდომის ფორმატში, რომელსაც სპიკერები და 12 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინტერესო დისკუსია შედგა.

„ჩვენ ვესწრებით ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის დაფუძნებიდან 25 წლისთავს. გვქონდა ძალიან საინტერესო განხილვა და დისკუსია პლენარული სხდომის ფორმატში, რომელსაც ესწრებოდნენ სპიკერები და მაღალი დონის წარმომადგენლები 12 ქვეყნიდან. ამ განხილვაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს რეგიონის ქვეყნებს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში დამატებითი წვლილის შესატანად.
„ჩვენ დღევანდელ ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ გავმართოთ ორმხრივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. გვქონდა შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან. ეს შეხვედრები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დამატებითი წვლილი შევიტანოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია