საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ბესელია-გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინციატივა გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს
ავტორი:
2018/მაისი/16 17:00:01
../photo/2015_02/000000000APRILI/gamchvirvaloba_ff8f9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493470-saerthashoriso-gamtcvirvaloba-beselia-gogichaishvilis-sakanonmdeblo-inciativa-gamokhatvis-thavisuflebas-uqmnis-safrthkhes.html", "headline": "“საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ბესელია-გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინციატივა გამოხატვის თავისუფლებას...", "datePublished": "2018-05-16 13:00:58", "dateModified": "2018-05-16 13:00:58", "description": "არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, დეპუტატების ეკა ბესელიასა და ლევა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/000000000APRILI/gamchvirvaloba_ff8f9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, დეპუტატების ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს, პროექტი წარდგენილი სახით არ მიიღოს.

საუბარია ორ კანონში - “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ და “კულტურის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, სასამართლოებისადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალში ხდება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეების დამატება, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს.

“ცვლილების თანახმად, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან. ახალი კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. მოქმედი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასევე ითვალისწინებს შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღებას და გავრცელების აკრძალვას, თუ მისი გავრცელება სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს ლახავს.

როგორც კონსტიტუციის მოქმედ ნორმაში, ასევე ახალ რედაქციაში საუბარია კონკრეტული პირის უფლების შელახვაზე, რაც გულისხმობს ძირითადად ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებასა და ასევე ადამიანის სხვა ძირითად უფლებებს. ასეთ შემთხვევაში პირს დღესაც აქვს უფლება უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. შესაბამისად, არ შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებებით იყოს გამართლებული საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც არა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არამედ შუღლის გაღვივების და პორნოგრაფიის პროპაგანდის მიზნით ზღუდავს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას. ამრიგად, კანონპროექტი, წარდგენილი ფორმით, ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის ძირითადი უფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე მოქმედ კონსტიტუციას, და საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას, განსაკუთრებით ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებების შემთხვევაში.

მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს და “კულტურის შესახებ” კანონის მოქმედი ნორმაც შესაბამისობაში მოიყვანოს კონსტიტუციასთან. საქართველოსთვის, რომელიც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა და რომლის გაცხადებული მიზანიც ევროპულ სივრცეში ინტეგრირებაა, გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული მნიშვნელობის უფლებასა და ღირებულებას წარმოადგენს. თითოეული საკანონდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შეეხება, სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის“, - ნათქვამია ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია