საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სოფიო ქაცარავა - მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი იზიარებს რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას
ავტორი:
2018/მაისი/16 16:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/qacarava_18c04.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493450-sofio-qacarava-misasalmebelia-rom-prezidenti-iziarebs-ruseththan-mimarthebashi-chveni-khelisuflebis-stsor-da-pragmatul-politikas.html", "headline": "სოფიო ქაცარავა - მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი იზიარებს რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების სწო...", "datePublished": "2018-05-16 12:03:01", "dateModified": "2018-05-16 12:03:01", "description": "ის, რომ პრეზიდენტი იზიარებს ჩვენი ხელისუფლების სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ეს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/qacarava_18c04.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ის, რომ პრეზიდენტი იზიარებს ჩვენი ხელისუფლების სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ეს მისასალმებელი არის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ დასავლელი პარტნიორები სრულად იზიარებენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ასევე ჩვენს პრაგმატულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ.

„განცხადებას რაც შეეხება, მანამდეც იყო შესაძლებლობა იმისა, რომ როდესაც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა მზაობა ხელი შეეწყო და მხარი დაეჭირა მაღალი დონის შეხვედრისთვის, სადაც საუბარი შეეხებოდა იმ პრობლემურ საკითხს, რასაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია და რასაც ვთვლით ყველაზე პრობლემატურ საკითხს რუსეთთან მიმართებაში, ოდნავ მცირედი ნაბიჯიც კი გადაიდგმებოდა ამ მიმართებაში, მსგავსი განცხადებაა და გამოხმაურება არ ყოფილა. შესაბამისად, არ ვიცი რა იგულისხმა პრეზიდენტმა, როდესაც ამაზე ისაუბრა, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება არის ყველასთვის მკაფიო და ცნობილი“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მთავარი ფრონტი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში გადის არამარტო ოკუპაციის ხაზზე, არამედ ჩვენს გულებში და ჩვენს რწმენაში, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რაციონალურ დიალოგს სთავაზობს, რაც მისივე შეფასებით სწორი მიდგომაა.

მარგველაშვილის თქმით, ის ნატრობს რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგს, როცა იგი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება.

"მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს "ძერჟავას" ინტერესებიდან გამომდინარე და არ ითარგმნება ეს "ძერჟავას“ ინტერესები ოჯახის ინტერესებამდე. არ მიდის „ძეეჟავას“ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე. ასე რომ, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია