საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ვანო ზარდიაშვილი - ანა დოლიძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაფაროს ის საშინელი შეწყალებები, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განახორციელა
ავტორი:
2018/აპრილი/16 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/zardiashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488250-vano-zardiashvili-ana-dolidze-yvelafers-akethebs-imisthvis-rom-gadafaros-is-sashineli-shetsyalebebi-romelic-prezidentma-margvelashvilma-ganakhorciela.html", "headline": "ვანო ზარდიაშვილი - ანა დოლიძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაფაროს ის საშინელი შეწყალებები, რომ...", "datePublished": "2018-04-16 10:37:36", "dateModified": "2018-04-16 10:37:36", "description": "ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობს იმ დროიდან, როდესაც მე საერთოდ აზრადაც არ მქონდა, რომ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/zardiashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობს იმ დროიდან, როდესაც მე საერთოდ აზრადაც არ მქონდა, რომ პოლიტიკაში მოვხვდებოდი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ ზარდიაშვილის მეუღლემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

ვანო ზარდიაშვილი აბსურდულს უწოდებს ანა დოლიძის მოსაზრებას, რომ მისმა მეუღლემ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე.

ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძე ამ განცხადებით ცდილობს გადაფაროს „პრეზიდენტის საშინელი შეწყალებები“.

„ჩემი მეუღლე იმ უწყებაში 8 წელზე მეტია მუშაობს და მუშაობა დაწყებული აქვს პირველი საფეხურიდან - სპეციალისტის რანგიდან. რაც შეეხება იმას, თუ რისთვის სჭირდება ანა დოლიძეს ეს განცხადებები, ვიცით, რომ ის არის პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაფაროს ის საშინელი შეწყალებები, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განახორციელა ქორიძის და ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თვითონ ანა დოლიძეს, კარგად მოიკითხოს თავისი ოჯახის ნათესავები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუ სკოლაში და თუ ის იტყვის, რომ მისი ყოფილი ქმარი ახდენს მასზე ზეგავლენას, შემდეგ ვიმსჯელებ, შეიძლება თუ არა ეს იყოს ინტერესთა კონფლიქტი“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

"ჩემთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი თინათინ აბრალავა არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, ამავე დროს ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ნათესავი. ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს იმიტომ, რომ მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტში გროვდება მთელი ინფორმაცია საბჭოს წევრები როგორ აფასებენ მოსამართლეებს.

მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტი არის დეპარტამენტი, სადაც გროვდება ყველანაირი ინფორმაცია, როგორიც არის მოსამართლეთა გადაწყვეტილებები, მათი ქულები, ჩვენ, საბჭოს წევრები რას ვფიქრობთ მოსამართლეებზე, რას ამბობენ მოსამართლეები გასაუბრებაზე, სად აქვთ სესხი, ყველა ეს ინფორმაცია გროვდება კონკრეტულად აი ამ თანამდებობის პირის ხელში და მუშავდება. გარდა ამისა, მის ხელშია ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ ვაყრდნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ამ დეპარტამენტის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საბჭოს წევრები იღებენ გადაწყვეტილებას დანიშნონ თუ არა მოსამართლე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დეპარტამენტის უფროსი არის "ქართული ოცნების" ორი ლიდერის მაღალი თანამდებობის პირის ახლო ნათესავი და ოჯახის წევრი, წარმოშობს საშიშროებას, რომ ეს პროცესი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა, მოხვდეს პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ამ პროცესს მეტი ჩრდილი არ სჭირდება“, - განაცხადა დოლიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია