საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
თამარ ჩუგოშვილი - უახლოეს დღეებში პარლამენტი სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შესაძლებლობაზე იმსჯელებს
ავტორი:
2018/მარტი/13 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/chugo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482758-thamar-chugoshvili-uakhloes-dgheebshi-parlamenti-savaldebulo-genderuli-kvotebis-shemoghebis-shesadzleblobaze-imsjelebs.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - უახლოეს დღეებში პარლამენტი სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შესაძლებლობაზე...", "datePublished": "2018-03-13 12:41:15", "dateModified": "2018-03-13 12:41:15", "description": "გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/chugo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროში საქართველოსა და მონღოლეთის წარმომადგენლობების ინიციატივით, გაიმართა სპეციალური ღონისძიება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვისა და გაძლიერების სფეროში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და გაეროში მონღოლეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გუამარალ ალტანგერელი.

მსჯელობის მონაწილეებს მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობისა და მშვიდობის შენების კლასტერის დირექტორმა პატრიკ კოლერმა და გაეროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა საქართველოში.

„განვითარება ვერ იქნება მდგრადი, თუ ის არ ეფუძნება გენდერული თანასწორობას, ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ყველა დონეზე - ცენტრალური ხელისუფლებიდან სოფლის სათემოებამდე. ეს ჭეშმარიტება ცხადად დაგვანახა როგორც ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის პროცესმა, ასევე 2030 გლობალურმა დღის წესრიგმა“, - განაცხადა ნილს სკოტმა.

თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა აუცილებელი წინაპირობაა ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ყველა ქალის, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების, უფლებების დასაცავად.

„საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ამის ერთ-ერთი გზა გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობის მიღება და ყველა დონეზე ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვაა. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შესაძლებლობაზე იმსჯელებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 30 პროცენტამდე გაიზრდება,“ - თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ქალთა უფლებების დამცველმა ქეთევან ხოდაშელმა.

„ოჯახების, თემებისა და სოფლების კეთილდღეობა ქალების შრომაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, მათი უფლებები კვლავაც დაუცველია, ხოლო მათი ხმა საკმარისად არ ისმის გადაწყვეტილებების მიღების დროს. სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება და მათი უფლებების დაცვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხი როდია. ეს ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და წინსვლის საწინდარია“, - განაცხადა ქეთევან ხიდაშელმა.
მსჯელობაში ასევე მიიღო მონაწილეობა ნეპალის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, განაშიამ ოჯიამ, რომელმაც ადგილობრივ და ფედერალურ არჩევით თანამდებობებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდის სფეროში ნეპალის გამოცდილებაზე ისაუბრა. სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიის მთავარი თემაა. სესიის მუშაობა ნიუ იორკში 12 მარტს დაიწყო და 23 მარტამდე გაგრძელდება.

ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია გაეროს ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი ორგანოა გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში. კომისიის ყოველწლიურ სესიებში მონაწილეობას იღებენ წევრი ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ისევე როგორც გაეროს პარტნიორები და აქტივისტები.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია